პოზიტივით სავსე გოგონა,რომელმაც ერთი და იმავე მამაკაცზე სამჯერ იქორწინა

ყველაზე დიდი ბედნიერებაა ალბათ,როცა შეგიძლია იყო მუდამ ხალისიანი,პოზიტიური,ცხოვრების ყველა გამოწვევას შეხვდე მედგრად,ღიმილით და არასოდეს დაკარგო შინაგანი სხივი.

სწორედ ასეთია დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი კაწია გრიგოლასი,რომელსაც EDITORI.GE ქუთაისში დაუკავშირდა.

 

-მოგესალმებით გაეცანით ჩვენს მკითხველს

მოგესალმებით მე ვარ კაწია გრიგოლასი .დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში.

 –მე გაგიცანით ერთ-ერთ ჯგუფში,ყურადღება მიიქცია თქვენმა მუდმივმა პოზიტიურობამ,როგორ ახერხებთ ამას?

ძალიან ბევრი ეუბნება რომ ძალიან პოზიტიური, ცოტაზე მეტად გიჟი და არასტანდარტული ვარ .როგორ ვახერხებ?არვიცი უბრალდ შინაგანად ვარ ესეთი,ჩემი ხასიათია.ყვლაფერში კარგს ვხედავ,ყვლაფერში გამოსავალს ვეძებ და უბრალოდ ერთი მარტივი დევიზი მაქვს რისი გამოსწორებაც   შეიძლება, რა თქმა უნდა,  არ ვდარდობ,რასაც ვერ გამოვასწორებ იმაზე საერთოდ არ ვღელავ და ვივიწყებ.ბედნიერებას წვრილმანებში ვხედავ ამიტომ ვარ ალბათ სულ პოზიტიური.

პროფესიით რა ხართ?

პროფესიით მუსიკოსი ვარ.დავამთავრე კონსერვატორია ვოკალური განხრით.შემდეგ მაგისტრატურა.ვაპირებდი თეატრში სტაჟირება გამევლო, მაგრამ მომისწრო კორონამ.ჩემი გეგმები დაპაუზდა .მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება მჯერა.

 –კაწია დაოჯახებული ხართ,გაქვთ საოცარი ისტორია ქორწილის შესახებ გისმენთ

ქორწილი არა ქორწილები.ერთი და იგივე მამაკაცზე სამჯერ ვიქორწინე.პირველი ქორწილი 2009 გვქონდა.შემდეგ 10 წლის იუბილე შემდეგ 11 წლის იუბილე.პირველი ქორწილი გვქონდა ტრადიციული.ნათესავებით და ბევრი უცნობი ხალხით.მე ცოტა უფრო სხვანაირი მინდოდა.ამიტო მეორე ქორწილი მეგობრებთან ერთად თუშეთში გადავიხადეთ.ულამაზესი ადგილები ვნახეთ და სასწაული დროც ვატარეთ. ღამით მაყრიონთან ერთად დიდი ცეცხლი დავანთეთ ვიცეკვეთ ვიმღერეთ შემდეგ კარვებში დავბინავდით.ისე მოგვეწონა მეორე წელსაც გავიმეორეთ,  და კიდევ ვაპირებთ მეოთხე ქორწილს ეხლა ჩვენს ახალ ნანატრ სახლში.რომელიც ცოტა ხნის წინ შევიძინეთ.

როგორია თქვენი ერთი დღე ოჯახში?

ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე 7 საათზე.დილის განწყობა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.მინდა ყველაფერი მოვასწრო უცებ ტვინში ვალაგებ დღის გეგმას, რა დროს რას გავაკეტებ. კიდევ ყოველ დილით როცა ვიღვიძებ ვწერ 10 ოცნებას.ეს უკვე ტრადიციად მაქვს დიდი ხანია.ოღონდ არ ვწერ ამიხდეს,უბრალდ წარმოვოდგენ რომ ეს ოცნება უკვე ამიხდა და ვწერ შეგრძნებებს რა ბედნიერი ვარ, თან ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს ეს.მაგალითად მინდა მოგზაურობა ჩინეთში.ვწერ რომ მე უკვე ვიყავი ჩინეთში ვნახე ეს და ეს ქალაქები, ცოტა სიგიჟეა მაგრამ მე მაბედნიერებს.თან სასწაული ისაა რომ წინა წელს რაც ვწერდი ყველა ამიხდა. დანარჩენი ჩემი დღე არის ბავშვებზე, ოჯახზე, ზრუნვა სამსახური მეგობრებთან ერთად ყოფნა და თიქმის ყოველ შაბათ- კვირას მთაში ხეტიალი და მოგზაურობა.

 –რა არის თქვენი ოცნება?

ჩემი ოცნებაა გავაკეთო საბავშვო ბანაკი . ძალიან ბევრი გეგმები აქვს .ზაფხულბით მქონდეს იმის შესაძლებლობა გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს გავულამაზო რამდენიმე კვირა სრულიად უფასოდ. .ბავშვებმა ერთმანეთი შეიყვარონ დამეგობრდნენ.ტკბილი მოგონებები გაყვეთ .ბავშვები ძალიან მიყვარს უბალოდ მინდა ყვლა პატარა ბედნიერი იყოს.მე და ჩემ მეუღლესაც გვინდა ერთი ბავშვი ავიყვანოთ და ის სითბო და სიყვარული გავიზიაროთ რასაც ჩვენ შვილებს ვაძლევთ.ძალიან მინდა. ესაა ჩემი ოცნება…

 

6.რას ურჩევდით ადამიანებს

რას ვურჩევდი ადამიანებს…უბრალოდ დააფასეთ უფლის ნაჩუქარი ყოველი დღე….როდესაც ადამიანს აქვს მადლიერების და დაფასების გრძნობა ის ყოველთვის ბედნიერი იქნება.

კაწია გრიგოლასი

2, 455
მედეა მამფორია

მედეა მამფორია