კონგრესმა ჯო ბაიდენის ამერიკის არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

Share on facebook
გაზიარება
ბაიდენის-ამერიკის-არჩევნებში გამარჯვება

ბაიდენის ამერიკის არჩევნებში გამარჯვება:

აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. ამას წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი განხილვა და არეულობა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს.

სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ უარყვეს მოთხოვნები ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ასევე აპროტესტებდნენ არიზონას, ნევადისა და მიჩიგანის შედეგებსაც.

საბოლოოდ კონგრესმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დაამტკიცა, რომელიც ასე გადანაწილდა:

  • ჯო ბაიდენი — 306;
  • დონალდ ტრამპი — 232.

ვერმონტის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს და არჩეული ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე გადაჭარბების საშუალება მისცა, რაც პრეზიდენტობის მოსაპოვებლად არსებული ბარიერია.

სენატმა და პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე. რესპუბლიკელებმა ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ წინადადებები დებატებამდეც არ მისულა.

სხდომა დღეს დილით, კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერების გაყვანის შემდეგ განახლდა.

სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეჭრნენ, იყო სროლა, არიან დაკავებულებიც. სენტმა მხოლოდ 12 ხმის დათვლა მოასწრო სხდომის ჩაშლამდე.

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და გარდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.

თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია. მათივე თქმით, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლის, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავენ.

წაშლილი პოსტებიდან ერთ-ერთი ტრამპი მხარდამჭერებს, მათ შორის კაპიტოლიუმში შეჭრილებს “განსაკუთრებულს” უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი უყვარს. მეორეში კი მათ საქციელს ამართლდება და აცხადებდა, რომ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებსაც არჩევნები წაართვეს. ტრამპის ეს განცხადებები ძალადობის წახალისებად შეფასდა.

როგორ დასრულდება ამერიკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, კონკრეგსმა უკვე ოფიციალურად ცნო ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ეს უცვლელი დარჩება.

206
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი