მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი –ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას.

მეცნიერთა ჯგუფს პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს. „ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატის, რომელიც სწრაფად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“ – აცხადებს პლემპერი. „ეს გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი და მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“ – ნათქვამია უნივერსისტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

კორონავირუსის-საწინააღმდეგო-პრეპარატი300X168

პრეპარატის მიღება ინფიცირების ადრეულ სტატიაზეა შესაძლებელი, რასაც სამი უპირატესობა აქვს: ხელს უშლის პაციენტის დამძიმებას, ამცირებს ინფიცირების ფაზას, რაც ამსუბუქებს ემოციურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, რაც მისი ხანგრძლივი იზოლაციით იქნება გამოწვეული და ასევე სწრაფად ახშობს ადგილობრივ აფეთქებებს.

კვლევა დააფინანსა ჯორჯიის შტატის ალერფიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა.

შეგახსენებთ რომ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში პნევმონიის რამდენიმე უცნაური შემთხვევა გამოავლინეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადებას აქამდე უცნობი ვირუსი იწვევდა, დღეს უკვე ცნობილი nCov-2019 ტიპის კორონავირუსი.

2020 წლის 11 მარტს კი  COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა.

დადგენილია რომ ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით.

დღესდღეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 232 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 222 787 გამოჯანმრთელდა, 2 646 კი, გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 511 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300, PCR-ტესტით – 5 211.

კარანტინის რეჟიმშია 377 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 012 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 763 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კი სულ  კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.8 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 187 265 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

დღესდღეობით მსოფლიო  მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა,მომავალს იმედით უყურებს ,რადგან ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყეს ვაქცინა.მსოფლიოს  რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის ამერიკამ დაამტკიცა ე.წ “ფაიზერის” ვაქცინა.

ყველა ქვეყანაში თიტქმის პრიორიტეტად ითვლება ჯანდაცვის მუშაკები და ასაკოვანი პირები, თუმცა შეგახსენებთ რომ ვაქცინა ნებაყოფლობითია.

 

 

317
მედეა მამფორია

მედეა მამფორია