კრიშტიანუ რონალდო კიდევ ერთ სუპერრეკორდს ხსნის

რონალდო-კიდევ-ერთ-სუპერრეკორდს-ხსნის

კრიშტიანუ რონალდო კიდევ ერთ სუპერრეკორდს ხსნის:

სასუოლოსთან შეხვედრა კრიშტიანო რონალდოსთვის არცთუ ისე იოლი გამოდგა. პორტუგალიელმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა მანამდე, სანამ მატჩის ბოლო წამებზე თავისი გოლი მაინც გაიტანა. ეს კრიშტიანოს 759-ე გოლია და ამ მაჩვენებლით ის ჩეხ იოზეფ ბიცანს გაუთანაბრდა.

“პეპი” ბიცანი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევა ოფიციალურ შეხვედრებში დადასტურებული გოლების რაოდენობით. ის 1931-1955 წლებში ვენის რაპიდში, ადმირაში, პრაღის სლავიაში და პრაღის დინამოში თამაშობდა. რონალდოს შემდეგი გოლი ისტორიული იქნება – ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

კრიშტიანუ რონალდო კიდევ ერთ სუპერრეკორდს ხსნის:

მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, პელე არაოფიციალურ შეხვედრებში გატანილ გოლებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ოფიციალური სტატისტიკა კრიშტიანოს მხარესაა. ის ამ ეტაპზე ბიცანის მაჩვენებელს იმეორებს და აბსოლუტურ რეკორდამდე 1 გოლი აკლია.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა კრიშტიანუ რონალდუს მიერ საკლუბო დონეზე დამყარებული ყველა რეკორდი გაიხსენა – წერს popsport.com

რონალდო-კიდევ-ერთ-სუპერრეკორდს-ხსნისრონალდუს რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი უეფას საკლუბო ტურნირებში: 122

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: 119

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში: 17 (2013/14)

ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული (რეკორდი ასევე ეკუთვნით ლიონელ მესის, ხავის, ანდრეს ინიესტასა და კლარენს ზეედორფს).

რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანა გოლი. ასევე ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

რონალდუ მადრიდის ”რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 445 გოლი.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია (2004, 2007, 20017)

ოქროს ბუცის ოთხგზის გამარჯვებული ლიონელ მესისთან ერთად.

ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხუთჯერ გახდა, ამდენჯერვე მოიპოვა ეს ტიტული ლიონელ მესიმ.

უეფას ეგიდით გამართულ ყველა ტურნირში, როგორც ქალა და მამაკაც ფეხბურთელებს შორის, ასევე უეფას ეგიდით ჩატარებულ სამოყვარულო გათამაშებებს შორის რონალდუ საუკეთესო ბომბარდირია 157 გოლით.

რონალდუმ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ლისაბონის სპორტინგში გადადგა, თუმცა საფეხბურთო სამყარომ იგი მაშინ გაიცნო, როცა მანჩესტერისთვის ირჯებოდა. ფერგიუსონმა თავიდან იგი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა, თუმცა რაც დრო გადიოდა იგი პოზიციურად უფრო და უფრო წინ მიდიოდა და მალე თავდამსხმელად იქცა. კრიშტიანუ გუნდის ლეგენდა გახდა და თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო რაზეც ხელი მიუწვდებოდა.

მანჩესტერის შემდეგ 2009 წელს პორტუგალიელმა მადრიდის რეალს მიაშურა, რითიც ბავშვობის ოცნება აიხდინა. გოლეადორმა სანტიაგო ბერნაბეუზე 9 ბრწყინვალე სეზონი გაატარა და ბლანკოსის ფანებს უამრავი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა.

როგორც უკვე მოგახსენეთ ახლა იგი იუვენტუსის ფეხბურთელია და ეს ამ სეზონსაც მისთვის შესაფერისად მაღალ დონეზე ატარებს.

103
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი