Toxic World-ლიზი ჯაფარიძის კლიპი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა (ვიდეო)

ლიზი ჯაფარიძემ , რომელიც 2014 წლის საბავშო ევროვიზიის მონაწილე და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანი გახლდათ, უახლესი მუსიკალური ვიდეორგოლი, სიმღერაზე Toxic World, ამ წლის ოქტომბერში გამოუშვა.

კომპოზიციაზე ახალგაზრდა მომღერალმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა.

ახალგაზრდა მომღერლის კლიპს YouTube-ზე უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ვიდეორგოლს უკვე 100,000 -ზე მეტი ნახვა და უამრავი დადებითი შეფასება აქვს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერის მოსმენა ყველა ციფრულ მუსიკალურ პლატფრომაზეა შესაძლებელი და აქტიურად უსმენს უცხოელი მსმენელი მსოფლიოს მასშტაბით.

266
მედეა მამფორია

მედეა მამფორია