მამაშვილობა-ინტერვიუ გიორგი ლიპარიშვილთან

Share on facebook
გაზიარება

მამების და შვილების ურთიერთობა

ჩვენს სამყაროში ასე ხდება,იბადები და დედა დაბადებისთანავე უპირობოდ გიყვარდება ,ეს ყველა ადამიანში უცვლელი კანონია ,თანდაყოლილი გრძნობა,რომლის მოსაპოვებლადაც დედას ძალისხმევა,შვილს კი მიზეზე არ სჭირდება,უბრალოდ გიყვარს და მორჩა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არაა ,როცა შვილის ცხოვრებაში ოდნავ მოგვიანებით მამა ჩნდება, მამა,რომელიც გოგონებისთვის ყოვლისშემძლედ,ბიჭებისთვის კი ნამდვილ გმირად აღიქმება ,ამიტომ მას ნამდვილად სჭირდება სიყვარულისთვის ძალისხმევა…

„შვილს დედა უპირობოდ უყვარს,მამამ კი მისი სიყვარული უნდა მოიპოვოს“-ეს ადრე ამოვიკითხე ,სად და როდის ზუსტად მეც არ მახსოვს…

წასაკითხად ეს დასაწყისი ნამდვილად  ლამაზად ჟღერს,მაგრამ კვალვ ჩვენს სამყაროშო,ოღონდ რეალურ სამყაროში ყველაფერი ასე ლამაზად არაა. გმირი,ყოვლისშერმძლე მამები და უპირობოდ შეყვარებული დედები სამსახურებმა შთანთქა და გააქრო შვილების მნიშველოვანი მომენტებიდან.საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა დაგვავიწყა,რომ შვილის სიყვარულზე,მის მოგონებებში ჩალექვაზე და უსწრაფესად მორბენალ ცხოვრებაში,შვილის მხრიდან მიღებულ სიყვარულზე ძვირფასი არცერთი სამსახურია…

დღევანდელი ჩვენი თემა  სწორედ მამა-შვილობა  და მამის შვილების ცხოვრებაში ჩართულობა იქნება, რაზეც თევდორეს მამა,გიორგი ლიპარიშვილი გვესაუბრება.

მამების და შვილების ურთიერთობა სამწუხაროდ უამრავ ხარვეზს ითვილის,იშვიათი ფუფუნება გახდა წარმატებული და საქმიანი მამის იქით,ყურადღებიანი მამაც აღმოაჩინო საკუთარ მშობელში,თევდორეს ბევრი ბავშვისგან განსხავებით ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა,მაგრამ მიუხედავად ამისა გიორგი მაინც თვლის,რომ ჩვეულებრივი შვილის ჩვეულებრივი მამაა ,რომელსაც უბრალოდ უყვარს მისი მოსმენა,დროის დჭერა და საკუთარი შვილისთვის გაყოფა,განაწილება,ერთად კითხვისას,თამაშისას თუ ხატვისას…

გიორგის თქმით მშობლების,დედ-მამის თანაბარი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, “მეც ვცდილობ ჩართული ვიყო შვილის ყოველდღიურობაში,ამ ამბავში ზოგჯერ ვთანაბრდებით მშობლები, მაგრამ ჩემი ცოლი ხშირად მიგებს, ჩემზე ბევრად ძლიერია. საერთოდ,ქალები ძალიან ძლიერები არიან. და კაცებს ხშირად გვიგებენ. მაგრამ ვცდილობ, რომ შვილისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო, საოჯახო და საგარეო საქმეებით, სიტყვით,ქცევით, მოქმედებით, ურთიერთობით, რითაც შეიძლება შვილმა ისწავლოს უნარ-ჩვევები და საზოგადოებაში ღირსეული, თავისუფალი ადგილი იპოვოს“

როდესაც გიორგის ვკითხეთ თუ რა იყო იმის მიზეზი,რომ სტატისტიკურად დედები უფრო მეტად ერთვებიან შვილების ცხოვრებაში ვიდრე მამები,მან გვიპასუხა,რომ ამ ყველაფერს ღრმა ფესვები ჰქონდა .

„გაუთავებელი ომების დროს, როცა ხშირად,უფრო მეტად კაცი იბრძოდა, ქალი ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. ომში ხშირად ქალებიც ერთვებოდნენ და ღირსეულადაც იბრძოდნენ. მაგრამ დრო იცვლება, ახლა ფესვებს ან ტოტებს კი არ ჭრიან თანამედროვე მამები ან ახალ აზრგაჩენილი ბაბუა-პაპები, არამედ ახალ ნერგებს რგავენ შვილებთან, შვილიშვილებთან მეტი დროის გასატარებლად,მეტი ზრუნვის გასაზიარებლად, რომ უფრო დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, ბედნიერები და რაც დაგვაკლდა, რაზეც ვისწავლეთ ის გამოცდილება სასიკეთოდ მოვატრიალოთ.ხშირად ქალებიც აშავებენ, როცა კაცები ნაკლებად ერთვებიან შვილის აღზრდაში, ან საოჯახო საქმეების კეთებაში, სულ საქმის დაწუნებით, არაფერი გამოგდის, შენი „საქმე არაას“ ძახებით სტერეოტიპები ძლიერდება, მერე კაციც თავის ადგილს სხვაგან, კომფორტულ ზონაში პოულობს და ქალებს მარტო ტოვებს შვილთან პირისპირ. აღიარებული პრაქტიკაა, რომ მცირეწლოვან შვილებთან მშობლებმა, მინიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გაატარონ, ოღნდ გულწრფელად, მათთვის გადადებული დროითა და თავით. შვილისთვის, წყვილისთვის როლების გადანაწილებაც ნელ-ნელა კიდევ უფრო კარგისკენ შეიცვლება და უფრო მეტადაც დათბება ოჯახშებში“

გიორგი აქტიურად ერთვებოდა პროექტში „კაცები ზრუნავენ“ რომლის ფარგლებშიც მამები ცდილობდნენ შვილის ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას, გიორგი გვიზიარებს მის გამოცდილებას და გვეუბნება,რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია,რაც მას აქამდე სმენია და მონაწილეობა მიუღია.  პროექტი მსოფლიოს 40 ქვეყანაში მიმდინარეობს და მამების,ასევე მომავალი მამების შვილთან და ოჯახურ ურთიერთობებში ჩართვის აქტიური მხარდამჭერია,ეს პროექტი საქართველოშიც რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს .როგორც თვითონ გვეუბნება ამ პროექტში მისი შვილის დამსახურებთ აღმოჩნდა.

სწორედ მისგან ვგებულობთ რომ  ზუსტად პროექტ“მამები ზრუნავენ“-ს უკავშირდება „მამის დღის“ დაწესება საქართველოში,რომელსაც ყოველს წელს უფროდაუფრო მეტი მამა და შვილი აღნიშნავს. როგორც ვიგებთ ამ პროექტით მამაკაცებთან  შეხვედრები თბილისის რამდენიმე რეგიონშიც ტარდება,გამოიცა რამდენიმე პუბლიკაციაც და განხორციელდა პროექტი „მამა წიგნი წამიკითხე“,სადაც მამები შვილებს უკითხავენ წიგნებს.გიორგი გვიანონსებს  ,რომ კამპანია ახლაც მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს,რომელსაც მალე ააჟრიამულებენ.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მან თავის შვილს წერილი  მიუძღვნა,ეს წერილი ალბათ ბევრს უკვე წაკითულიც გექნებათ, შეიძლება მომავლის წერილადაც კი მოვიხსენიოთ,რადგან ადრესატმა ,რომლიოსთვისაც ის რამდენიმე წლის წინ დაიწერა მაშინ კითხვა ჯერ კიდევ  არ იცოდა…

„წერილს რაც შეეხება,მაშინ დავწერე როცა ჩემმა შვილმა კითხვა ჯერ არ იცოდა -6 წლის წინ. ახლა 8-ის ხდება. მაშინ წავუკითხე, ცოტა ხნის წინაც მოკრა თვალი კითხვა ნასწავლმა, კითხვაც დაიწყო,მერე მე მთხოვა გაგრძელება და ყურადღებით მოუსმინა. ალბათ, გულშიც იღიმებოდა. მერედამერე, ალბათ კიდევ იპოვის ელექტრონულ ზღვაში და კიდევ ჩაეღიმება, თუ თავის წილ ბედნიერებას იპოვის, მეც ბედნიერი ვიქნები ამით. წერილს, „წერილი თევდორეს“ ქვია, სხვადასხვა პროფესიის მამებმა შვილებს წერილები მივწერეთ, ერთი მეც ვიყავი. საინტერესო პროცესია, შვილს წერ წერილს, რომელიც ახლოს გყავს და ჯერ კითხვაც არ იცის, საერთოდ წერილის წერა ძალიან სასიამოვნო პროცესია“

როდესაც მშობლების და შვილების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ პირველი კითხვა,რაც ამ დროს ჩნდება არის ის,რომ საკმარისად ვუსმენთ თუ არა შვილებს,ზუსტად იგივე ვკითხეთ გიორგის,რაზეც მან ასე გვიპასუხა   „მოსმენა არის პატივისცემა, გაგება, დაფასება, მოტივაციის ამაღლება, შვილებისთვის თვითშეფასების გაზრდა, აზრების გაცვლა-გამოცვლა, გულწრფელობა, სანდროობა, აღიარება,ზრუნვა, სიყვარული…  თუ ჩვენ არ მოვუსმენთ ჩვენს შვილებს, რატომ უნდა მოუსმინოს მათ სხვამ? ან თვითონ რაღატომ გაუჩნდებათ სურვილი რომ მათ უსმინონ? ან იქნებ პირიქით ყურადღების მისაქცევად მოსმენის, დანახვის, აღიარების სურვილი გავუმძაფროთ და ჩვენი უყურადღებობით გზიდან გადახვევისკენ ვუბიძგოთ. ყური მხოლოდ ლამაზი მუსიკის მოსასმენად არ გვაქვს, ხშირად ბავშვების ღუღუნიც, ჟრიამულიც მუსიკად ისმის. მაგრამ ლაპარაკშიც უნდა იყოს ზომიერება და საჭირო დროს მითითება, რომ ბავშვის ქცევები სწორად განვითარდეს“.

მამების და შვილების ურთიერთობა მნიშვნელოვანი მოველნაა სამომავლოდაც. როდესაც მამა საკმარისი რაოდენობით არ ერთვება შვილის ცხოვრებაში,ეს წლების შემდეგ აუცილებლად ცუდ შედეგებს იძლევა და ართულებს მათ შორის კომუნიკაციას,ეს იმთავითვე შესამჩნევი შესაძლოა არ იყოს,მაგრამ 10 და 20 წლის შემდეგ თითქოს გაუცხოვება ხდება საკუთარი მამის მიმართ,ამიტომ მამებს დაკვირვება იმთავითვე მართებს, რაც მის ცხოვრებაში შვილი ჩნდება, გიორგის ამ თემაზეც ვესაუბრეთ,მან კი  თემის რეალურ კვლევებზეც გვიამბო და ფიქრობს,რომ ეს შედეგები უკეთესობისკენ შესაცვლელია,რადგან მამის პასიურობამ,მართლაც შეიძლება შვილისგან გაუცხოებამდე მიგვიყავნოს,გამოიწვიოს ლაპარაკის სურვილის გაქრობა,საკუთარი ცხოვრების პრობლემების დამალვა,საკუთარ სამყაროზე და აღმოჩენებზე თანამოაზრის გაქრობა,მაგლითისა და ვტორიტეტის სხვაგან ძებნა,შესაძლოა პირადი ცხოვრების პრობლემებიც განვითარდეს, მისი უსაფრთხოება გარდატეხის ასაკში, სოციალური უნარ-ჩვევების სათანადოდ განვითარება ვერ  მოხდეს,ალკოჰოლდამოკიდებულებაც შეიძლება მოიტანოს, დეპრესიაც, ჩაკეტილობაც .  მამა მაგალითია და მაგალითის გამოკლებით განვითარება ჭირს, მაშინ ვინმემ უნდა შეცვალოს ეს მაგალითი, ვინმე კარგმა და დროულად, ოჯახის წევრმა, მეგობარმა, მასწავლებელმა. მაგრამ მამის შეცვლა მაინც რთულზე რთული ამბავია. მხოლოდ სიკვდილი ცვლის მამას. როგორც მამაჩემი შეცვალა…

გიორგი გარდა კარგი მამობისა,ასევე პატარა სკოლელი ბავსვების საყვარელი „მოსწავლებელია“,როგორც თვითონ მოიხსენიებს თავს, მისი თქმით თავის თავს „მოსწავლებლად“იმიტომ მოიხსენიებს,რომ ,მართლა მოსწავლებელია,რომელიც სწავლობს და ასწავლის,თვლის რომ ზოგჯერ ბავშებიდან უფრო მეტსაც სწავლობს,ვიდრე დიდებისგან ,ამიტომ ფიქრობს,მ რომ ბავშვები უფრო არიან მისი მასწავლებლები ვიდრე ის მათი…

ასევე საკუთარ მოსწავლეებზე გვიყვება,რომ #სკოლელიბავშვები ნამდვილები არიან,ნამდვილი ადამიანები,გულწრფელები,ინტერესიანები,ენერგიის გამტარები,რომლებიც ისეთ ენერგიას მოგცემენ ,რომ გგონია მთას აამარლებ და ზღვის დონეს დაადაბლებ…

ის ერთ ფაქტსაც იხსენებს #სკოლელიბავსვების დღეებიდან. „ერთხელ ერთმა მოსწავლემ მკითხა, რამდენი წლის ხარო. 33-თქო (მაშინ 33-ის ვიყავი), სულით მაინც 9 წლის ხართო.თითქოს გამამხნევა, გამათანამბრა და მრავლაწლიანი კომპლიმენტიც შემოეჩუქა.ტაშს ვუკრავ მათ გამოგონებებს, ოღონდ გულწრფელად,ნამდვილად სატაშეებს, ნამდვილ  გამოგონებებს. ბავშვებს არ უყვართ ტყუილი, როცა ატყუებენ, არც ცრუ შეფასებები.დაკვირვებაც მნიშვნელოვანია, დაკვირვება ბავშვებისა და დაკვირვება საკუთარ ქცევებზე, საკუთარი თავის გაუმჯობესება, რომ ბავშვის ქცევა გააუმჯობესო და მისი უნარები ისე განავითარო, რომ მერე უშენოდაც აკეთოს ის საქმე რასაც გაკვეთილზე, დერეფანში, ეზოში ან სკოლის გარეთ შეხვედრისას უნაწილებ.

გიორგის კიდევ  უსასრულოდ შეუძლია საკუთარ მოსწავლეებზე და #სკოლელბავშვებზე საუბარი… ინტერვიუს მიწურულისკენ კი მათზე გვეუნება ,რომ ბავშვები თავისუფლები არიან და მათშიც თავისუფალ მომავალს ხედავს. თავისუფალ ნებას, ბედნიერების ძიებას, პოვნას, კიდევ ძიებას, კიდევ პოვნას და სულ მზადყოფნას ამ ძიება-პოვნის პროცესში ჩასართავად. მე მგონია, რომ ისინი პატარები კი არა ჩემი დიდი მეგობრები არიან, დიდხანს მეგობრები იქნებიან და თავიანთი ღირსეული საქმეებით, პირადი ბედნიერების აღოჩენებით გარემოსაც გააბედნიერებენ. ამიტომაც იწყებენ ხშირად წინადადებას ასე ბავშვები: „მერომ პატარა ვიყავი…“

და ინტერვიუს ბოლოს  რა თქმა უნდა რჩევის გარეშე ვერ გავუშვებდით ჩვენს რესპოდენტს,ამიტომ გიორგის, აწ უკვე მამებისთვის და ასევე მომავალი მამებისთვის რჩევის დატოვება ვთხოვეთ…

„მე თვითონ სარჩევი ვარ. რომელ გვერდზე ვარ ისიც არ ვიცი.მამებს უბრალოდ ჩემს აზრს ვეტყვი, რომ შვილების ბავშვობით დავტკბეთ, დავიმახსოვროთ, შევუქმნათ  შთაბეჭდილებები, ვეთამაშოთ, ველაპარაკოთ, ვისეირნოთ, ვუკითხოთ, ვირბინოთ, მოვუსმინოთ, კითხვები დავუსვათ, დრო ვაჩუქოთ, დრო შევუნახოთ, ბავშვობა შევუნახოთ და გავულამაზოთ, ჩვენც დიდხანს ვიქნებით ახალგაზრდები, ღმილიანები, იდეებითა და ბედნიერებით დახუნძლულები…  და ჩვენი შვილებიც გაზაფხულის კვირტებივით აფეთქდებიან“…

 

გიორგი (თევდორეს მამა) ლიპარიშვილი

#მოსწავლებელი

281
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი