მარიამ ცხოვრებაშვილი-წარმატებული მეწარმე ქალი ტყიბულიდან

მარიამ ცხოვრებაშვილი-წარმატებული მეწარმე ქალი

EDITORI.GE  დაუკავშირდა ტყიბულში მცხოვრებ მარიამ ცხოვრებაშვილს.

მარიამი არის ძლიერი,შეუპოვარი და მიზადასახული  ქალის კიდევ ერთი ერთი სიმბოლო.

ხუთი შვილის დედა არ შეუშინდა არაფერს და მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მის ოჯახს, გარისკა , გახსნა ატელიე ” მარიამის ატელიე” და გახდა წარმატებული მეწარმე ქალი.ეს მისთვის არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესი,ეს ნაბიჯი იყო მისი ოცნებების ასრულების დასაწყისი.

ახლა,როგორც მსოფლიოში  ყველას,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,მარიამის ბიზნესსაც რთული პერიოდი უდგას,თუმცა მას ფარხმალი არ დაუყრია და წინ დიდი გეგმები აქვს.

 

მოგესალმებით, მოუყევით ჩვენს მკითხველს თქვენზე…

მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ცხოვრებაშვილი,პროფესიით პედაგოგი,მყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

მარიამ,ცხოვრობთ ტყიბულში როგორც ვიცი,აქ დაიბადეთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ ხართ? თუ გადმოხვედით რომელიმე სხვა ქალაქიდან?

19 წელი ხდება,რაც ტყიბულში დაოჯახების შემდეგ ვცხოვრობ.დავიბადე ახალციხეში.

როგორ მოვიდა იდეა,რომ გაგეხსნათ სამკერვალო?

მიუხედავად იმისა,რომ პროფესიით პედაგოგი ვარ,ბავშვობიდანვე ჩემ ჰობს გავყევი.ყოველთვის ჩემი შეკერილით ან გადაკეთებული ტანსაცმლით დავდიოდი….გათხოვების შემდეგ,დროებით მივანებე ჩემ საყვარელ საქმიანობას თავი…ბავშვების გამო…უფრო მოგვიანებით,ნათხოვარი ხელის საკერავი მანქანით დავიწყე სახლში შეკვეთების მიღება.ამ საქმემ ისე გამიტაცა,რომ აღარ მინდოდა მიმეტოვებინა…ამას დაერთო ის ფაქტიც,რომ მეუღლე სამსახურიდან მოხსნეს,ფაქტიურად შემოსავლის გარეშე დარჩა ხუთშვილიანი ოჯახი.ამ ფაქტმა გამაბედინა გავსულიყავი და მექირავებინა ფართი,სადაც უფრო მეტ მომხმარებელს მივიღებდი,ვიდრე სახლში.ამ გაბედულმა ნაბიჯმა გაამართლა,ვეღარ ავუდიოდი მომხმარებლის მიღებას.არც სათანადო ტექნიკა მიწყობდა ხელს,ამიტომ დავწერე პროექტი,აწარმო საქართველოში და მივიღე გრანტი,რითაც თანამედროვე მანქანები შევიძინე და გავაუმჯობესე ნამუშევრები…ერთ გრანტს მეორე მოჰყვა.გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ფერმერთა ასოციაციის…უფრო მეტი სიახლე შევიტანე ჩემ ატელიეში,უკვე საკუთარი ფართიც შევიძინე,ადგილზე შევთავაზე მომხმარებელს ქსოვილები და აქსესუარები,რამაც მათ კომფორტი შეუქმნა,მე კი დამატებითი მუშახელი დავასაქმე…ასევე დავამატე ბრენდირება და ლოგო.მარიამ-ცხოვრებაშვილი-წარმატებული-მეწარმე-ქალი139x247

როგორ მუშაობდით და რაზე პანდემიამდე ,რას კერავდით?

საკმაოდ დატვირთული მუშაობა მქონდა პანდემიამდე…ნებისმიერი სახის ინდივიდუალურ შეკვეთაზე ვმუშაობდი.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მაქვს სწრაფი მომსახურება და ამით უფრო მოვიზიდე მომხმარებელი…თუმცა პანდემიამ ისევე,როგორც ყველას ჩემ ბიზნესსაც შეუშალა ხელი.წინასწარ მიღებული ორი თვის შეკვეთები მთლიანად გაუქმდა.მომიწია თანამშრომლების გაშვებავ,თუმცა უნდა შეგვეძლოს ცვლილებების მართვა და ჩემმა ატელიემაც ამ კუთხით გააგრძელა მუშაობა.მთლიანად გადავერთე ამ პერიოდისათვის მოთხოვნად ნივთზე,პირბადეებზე…

 

 –გქონდათ თუ არა შეკვეთები სხვა ქალაქებიდან სხვა ქვეყნებიდან?

 უამრავ პროექტში მივივიღე მონაწილეობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით,რამაც ასევე დადებითად იმოქმედა ჩემ საქმიანობაზე,პოპულარიზაცია გაგვიწიეს მეწარმე ქალებს გაეროს გალთა ორგანიზაციამ,რამაც უფრო ცნობადი გამხადა სხვადასხვა ქალაქებშიც და საზღვარგარეთაც.უკონტაქტოდაც ვკერავ და ასე ვაწვდი ფოსტის საშუალებით,როგორც საქართველოს მასშტაბით,ისე საბერძნეთში,იტალიაში და საფრანგეთში,მყავს ჩემი ერთგული მომხმარებლები,რომლებიც უკონტაქტოდ იკერავენ და არაერთი მადლობის წერილი მიმიღია მათგან.მარიამ-ცხოვრებაშვილი-წარმატებული-მეწარმე-ქალი300x224

 –პამდემიის დროს შეკერეთ და შექმენით პირბადეები,რომელიც დაამტკიცა ლუგარმა.ამის შესახებ რომ გვითხრათ…

კი, აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ჩემს მიერ წარმოებული პირბადის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა,როგორც მრავალჯერადი გამოყენების საყოფაცხოვრებოდ და ერთჯერადად მედპერსონალისთვის.ამ თემაზე გაკეთდა სიუჟეტი ტელევიზიით “ფერადი პირბადეები” ტყიბულიდან ,რასაც ისეთი გამოხმაურება მოჰყვა,რომ ვეღარ ავუდიოდი შეკვეთების გაშვებას…ის ფაქტი,რომ სანდო იყო,უფრო გაყიდვადი გახადა და ფაქტიურად ზარალიც აანაზღაურა,მიუხედავად იმისა,რომ იყო უამრავი პირბადე გაჩუქებული.

პამდემიამ დაგაზარალათ როგორც ვიცი,რა ხდება ახლა?

პანდემიამ გარკვეულ წილად დამაზარალა,რადგან ინდივიდუალურმა შეკვეთებმა მოიკლო, თავისთავად შემოსავალიც აღარაა იმდენი,რაც მანამდე მქონდა.ამჟამადაც პირბადეებზე ვმუშაობ,ფერად პირბადეებს ვკერავ და ბულამაზებ ამ პერიოდს შრძლებისდაგბარად ყველას….მთელი ქვეყნის მასშტაბით იწონებენ თავს ამ პირბადეებით.

თქვენზე ამომბენ რომ ტყიბული გააფერადეთ რა გაქვთ სამომავლო გეგმა?

ტყიბულს ხშირად ნაცრისფერ ქალაქსაც უძახიან..ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და მიხარია,რომ ჩემ პატარა ატელიეს ლამაზი ფერები შეაქვს ტყიბულელების ცხოვრებაში…მაბედნიერებს ის ფაქტი,კმაყოფილი ღიმილით რომ ვუშვებ მომხმარებელს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია დეფილეს მოწყობა ტყიბულის რომელიმე მიტოვებულ შენობასთან,ასეთი კი ძალიან ბევრია აქ,რომელსაც ჩემი ფერადი

ტანსაცმლით გავაფერადებ,მოვიწვევ აუცილებლად რომელიმე დიზაინერს და ბევრ სტუმარს.ეს იქნება ამ ქალაქში პირველი ასეთი ღონისძიება,რომლის ორგანიზებას საკმაო თანხა და მობილიზება ჭირდება,რომელიც ამ ეტაპზე არ მაქვს,თუმცა აუცილებლად განვახორციელებ.

ის ფაქტი,რომ ვარ მრავალშვილიანი დედა,სულაც არ მიშლის ხელს ვიყო მეწარმე ქალი,ვმართავდე ჩემ ბიზნესს საკმაოდ წარმატებულად….მიუხედავად იმისა,რომ მეუღლის გარდა არავინ მყოლია მომხმარე,რომელიც ჩემი მთავარი დასაყრდენია.მარიამ-ცხოვრებაშვილი-წარმატებული-მეწარმე-ქალი301x301

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს… გეგმები დიდი მაქვს…აქამდეც განვახორციელებდი,რომ არა პანდემიის პერიოდი,თუმცა მაინც შევძლებ ამას,რადგან ბევრად მეტი შევძელი.ძნელია თავის დამკვიდრება და განვითარება პატარა ქალაქში იმის ფონზე,რომ მთლიანად ადგილობრივი მომხმარებლის ჯიბეზე ხარ დამოკიდებული,ადგილობრივი ბიუჯეტი კი მწირია,ის რასაც ვიხარჯები,ძალიან ცოტაა იმისთვის,რომ ფინანსურად უფრო მოძლიერდე..ამიტომ ვგეგმავ გაფართოებას,ატელიეს შოურუმმის სტილში გაკეთბას,სადაც მომხმარებელს ექნება გამზადებული სამოსის აეჩევის საშუალება.

1, 339
მედეა მამფორია

მედეა მამფორია