“მე არას­დროს და­მი­ნა­ხავს გვი­რა­ბის და­სას­რუ­ლი”- კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

Share on facebook
გაზიარება

კობი ბინ ბრაიანტი ზუს­ტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, 26 იან­ვარს, მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, კობი ბრა­ი­ან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა. ის კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში სულ ცხრა მგზავ­რი იყო და მათ შო­რის კა­ლათ­ბურ­თე­ლის 13 წლის გო­გო­ნა, ჯი­ა­ნა. ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

NBA-ის ვარ­სკვლა­ვი თა­ვი­სი 20-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში “ლოს ან­ჯე­ლეს ლე­ი­კერსში” თა­მა­შობ­და. პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე თა­მაშს თავი 2016 წელს და­ა­ნე­ბა.

წას­ვლამ­დე ბრა­ი­ან­ტი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა კა­ლათ­ბურთს. სწო­რედ ამ წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წელს გა­და­ი­ღეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი – Dear Basketball, რო­მელ­მაც კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­დას “ოს­კა­რი” მო­უ­ტა­ნა.

კობი-ბინ-ბრაიანტი300x214კობი ბრა­ი­ან­ტის წე­რილს კა­ლათ­ბურ­თი­სად­მი, რომ­ლის წა­კი­თხვაც ემო­ცი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია…

“ძვირ­ფა­სო კა­ლათ­ბურ­თო!

იმ მო­მენ­ტი­დან, როცა მა­მა­ჩე­მის წინ­დე­ბით კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და წარ­მო­სახ­ვა­ში “ლე­ი­კერ­სის­თვის” გა­მარ­ჯვე­ბის მომ­ტან ბურთს კა­ლათ­ში ვაგ­დებ­დი, ერთ რა­მეს მივ­ხვდი:

მე შენ მიყ­ვარ­ხარ! ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ცი – ჩემი გო­ნე­ბი­დან და სხე­უ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ჩემი სუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი…

ძა­ლი­ან ვარ შენ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ექ­ვსი წლის ბიჭი.

მე არას­დროს და­მი­ნა­ხავს გვი­რა­ბის და­სას­რუ­ლი, მე მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ მოვრბო­დი ამ გვი­რა­ბი­დან

მე დავ­რბო­დი… დავ­რბო­დი წინ და უკან, ყვე­ლა მო­ე­დან­ზე,

ვიბ­რძო­დი ყვე­ლა და­კარ­გუ­ლი ბურ­თის­თვის… შენს გამო.

შენ ჩემ­გან თავ­და­დე­ბას ითხოვ­დი და მე ჩემი გული მო­გე­ცი.

მე ოფ­ლით და გუ­ლით ვთა­მა­შობ­დი და არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა იყო, არა­მედ იმი­ტომ, რომ შენ მე­ძახ­დი.

მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე შენ­თვის, მაგ­რამ შენც ყვე­ლა­ფე­რი მო­მე­ცი – შენ მე სი­ცო­ცხლე მაგ­რძნო­ბი­ნე!

შენ, 6 წლის ბიჭს, ოც­ნე­ბა მო­მე­ცი და ამის გამო ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი.

მაგ­რამ ახლა ჩემი სხე­უ­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ დამ­შვი­დო­ბე­ბის დროა. და არა­უ­შავს…

მზად ვარ, გა­გიშ­ვა..

მინ­და, რომ იცო­დე, ჩვენ ორი­ვეს შეგ­ვიძ­ლია და­ვი­მახ­სოვ­როთ ყვე­ლა მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თად გვქო­ნია… კარ­გიც და ცუ­დიც.

ჩვენ ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვე­ცით, რაც გვქონ­და. და ორი­ვემ ვი­ცით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ…

ყო­ველ­თვის ის ბავ­შვი ვიქ­ნე­ბი წინ­დე­ბით რომ თა­მა­შობ­და და წინ­დე­ბის ბურთს ოთა­ხის კუ­თხე­ში, ნაგ­ვის ურ­ნა­ში აგ­დებ­და…

ხუთი წამი დარ­ჩა, ბურ­თი ჩემს ხელ­შია: 5…4…3…2…1

ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი, კობი.”

კობი ბრა­ი­ან­ტი 26 იან­ვარს, კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში სულ ცხრა მგზავ­რი იყო და მათ შო­რის კა­ლათ­ბურ­თე­ლის 13 წლის გო­გო­ნა, ჯინა. ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

კობი ბინ ბრაიანტი.

119
მედეა მამფორია

მედეა მამფორია