ნიდერლანდებში მოსახლეობა კოვიდშეზღუდვებს მე-3 ღამეა, აპროტესტებს

Share on facebook
გაზიარება
პროტესტი ნიდერლანდებში

 

ნიდერლანდებში მოსახლეობა კოვიდშეზღუდვებს მე-3 ღამეა აპროტესტებს:

 

BBC-ის ინფორმაციით, მესამე ღამეა, ნიდერლანდების მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და აქციებს კომენდანტის საათის დროსაც მართავე მეპროტესტი ნიდერლანდებში

არეულობის დროს 10 ქალაქი ჯამში 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

 

მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს, შეკრებილთა ნაწილმა როტერდამში მაღაზიებისა და რესტორნების შუშები ჩალეწა.

 

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ, დაგმო “დანაშაულებრივი ძალადობა”, ხოლო იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ კომენდანტის საათი მაინც დარჩება ძალაში. თავის მხრივ, პოლიციის უფროსი ფიქრობს, რომ მასობრივ არეულობას “აღარანაირი კავშირი აქვს გამოხატვის უფლებასთან”.

პროტესტი ნიდერლანდებში

 

ცნობისთვის, ნიდერლანდებში კორონავირუსის თითქმის 1 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, 13 500-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 21:00-და 04:30-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს, დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 95 ევროა. ეპიდემიის გამო, არ ფუნქციონირებს ბარ-რესტორნები, დაკეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებებიც – წერს mtavari.tv

 

166
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი