“პოეზია ჯვარია,რომელიც საკუთარ სულში უნდა გამოჭედო”-პოეტი მარიამ ბაქანიძე

პოეტი მარიამ ბაქანიძე”

EDITORI.GE დაუკავშირდა, პოეტს,  ქალბატონ მარიამ ბაქანიძეს.

ქალბატონი მარიამი რვა წლის იყო,როდესაც პირველი ლექსი დაწერა,მაშინ არ დაუჯერეს, რომ ის ლექსი მისი დაწერილი იყო.

თუმცა მალე ყველასთვის  ცხადი გახდა მისი ნიჭიერების შესახებ.

გავიდა წლები და დღეს უამრავ ადამიანს უთბობს გულს მისი შემოქმედება და უამრავი მკითხველი  ელოდება მის ყოველ ახალ დაწერილ სტრიქონს.

 

მოგესალმებით ქალბატონო მარიამ…

მოგესალმებით!

პოეტი ბრძანდებით,წიგნების ავტორი, უყვარხართ ხალხს,დავიწყოთ თავიდან,როდის დაიწყეთ წერა?
-პირველი ლექსი თუ გახსოვთ თქვენი,რაზე იყო,ვის ან რას მიუძღვენით?

პირველი ლექსი 8 წლისამ დავწერე და მივუძღვენი სამშობლოს.

-მინდა მოგვიყვეთ რა იყო შემდეგ პირველი ლექსის შემდეგ,როგორ განვითარდა პროცესი?

როგორც ვთქვი 8 წლისამ დავწერე პირველი ლექსი და მივუძღვენი სამშობლოს.
მაგრამ….
არ დამიჯერეს!
ასეთ ლექსს შენ ჯერ ვერ დაწერდი.
სხვისი ნაშრომის მითვისება კი ძალიან ცუდი საქციელია და ეს აღარ განმეორდესო!
რათქმაუნდა ძალიან მეწყინა მაგრამ ვერ შევძელი სიმართლის დამტკიცება.

 

-მოგვიყევით თქვენი წარმატებების შესახებ,წიგნების პოეზის სააღამოების...

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ის არის რომ მაქვს 2500 -მეტი ლექსი, ასობით პროზაული ჩანახატი,, ნოველა.
ძალიან მალე დავასრულებ “აბდალს”რომელიც ჯერ დაუსრულებელია და მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მოკლე ეპიზოდებს ვაქვეყნებ ჩემმა მკითხველმა ძალიან შეიყვარა.
აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი წარმატება!
დანარჩენი ; საღამოები ,შეხვედრები, დაბეჭდილი წიგნები -თანმდევი პროცესებია, რომელიც რათქმაუნდა ძალიან მაბედნიერებს.

-როგორ ფიქრობთ,რა არის თქვენი მუზა?

თითქმის ყველაფერი ის რაც მაწუხებს და ეს აშკარად ჩანს ჩემს შემოქმედებაში.

მაწუხებს -ჩემი ქვეყნის უმძიმესი ყოფა.
მაწუხებს -თითქმის უქართველებო საქართველო!
და ჩემი მიმოფანტული თანამემამულეების ყოფა უცხო ზეცის ქვეშ.

მაწუხებს -უფალთან სწორად ურთიერთობის …გაგება -გააზრების- თითქმის უკვე არ არსებობა!პოეტი-მარიამ-ბაქანიძე200x300

– გურული ბრძანდებით . საოცარი ლექსები გაქვთ გურიაზე,მინდა მომიყვეთ ბოლოს ყველაზე პოპულარულ ლექსზე “რა ფერი ცაია თუ იცით გურიაში?!”

როგორც ყველა ჩემი ლექსი “რაფერი ცაია თუ იცით გურიაში?'”ერთი ამოსუნთქვით დაიწერა.
ლექსი დაწერისთანავე ძალიან შეიყვარა მკითხველმა.
ჩემმა მეგობარმა ,არაჩვეულებრივმა ადამიანმა -იმედა კვარაცხელიამ ,ლამაზი ფონის და საკმაოდ პროფესიონალურად მორგებული მუსიკის თანხლებით წაიკითხა და გააცოცხლა.
ასიათასობით ადამიანი გამოეხმაურა მაშინ იმდას ვიდეოს .

შემდეგ იყო ნანუკას შოუ!
რაღაცატომ მოხდა ისე რომ ლექსი გაჟღერდა …ავტორი არა….
მე არ მინახავს ეს შოუ…
ვიდეო გადმომიგზავნეს მეგობრებმა და რომ მოვუსმინე ეს საოცარი გურული მერცხალი როგორ ჭიკჭიკებდა ჩემი სტრიქონებიდან..
აბა როგორ უნდა გავბრაზებულიყავი ….
იმის გამო რომ არ მახსენეს?
ეგ არაფერი ლექსი ხომ არავის წაურთმევია თქო აქეთ ვამშვიდე დი მეგობრებს.
მერე დამიკავშირდა ლუკას დედა და ამიხსნა სიტუაცია.
მე და ლუკა აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს და ვიმეგობრებთ.

-რა არის თქვენთვის პოეზია,გარდა იმისა, რომ ეს ნიჭია და ღმერთმა ამით დაგაჯილდოვათ?

პოეზია?

ჩემთვის პოეზია სულაც არაა ბედის საჩუქარი!
პოეზია ჯვარია,რომელიც საკუთარ სულში უნდა გამოჭედო!
საკუთარი მხრებით ატარო!
საკუთარი ნებით გაეკრა და…
საკუთარი ხელით აღმართო!

– გიფიქრიათ ოდესმე წერის გარეშე რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

იცით მაგაზე ვერც კი ვფიქრობ!
არც კი მახსენდება როდესმე თუ არ ვწერდი.აქედან გამომდინარე წერის გარეშე ჩემს თავს “მკვდრადშობილს “ვხედავ!

-ვინ არის თქვენი მთავარი გულშემატკივარი და მთავარი მკითხველი?

ჩემი მთავარი გულშემატკივარი და მთავარი მკითხველი ხალხია!

-თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული წესი როგორც პოეტს?

განსაკუთრებული არაფერი..
ვბუდბუტებ ლოცვას წერის პროცესში და დასრულების შემდეგ!

-როგორია პოეტი მარიამი ოჯახში შვილებთან,საბედნიეროდ დიდი ოჯახი გაქვთ…

საკმაოდ მშვიდი ვარ …
ათასში ერთხელ გადავრთავ ხოლმე გურულზე და ეე მაშინ
გლახათააქვთ საქმე.

-როგორც ვიცი,ესპანეთში უნდა გაიმართოს თქვენი პოეზიის საღამო,რომელოც ეხლა დროებით პამდემიის გამო გადაიდო რას გვეტყვით ამის შესახებ?

მოუთმენლად ველოდები ამ საღამოს.
მინდა სამშობლოს მონატრებულ ჩემს თანამემამულეებს პატარ-პატარა “მზეები” ჩამოვურიგო რითმების სახით…

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

იცით..
რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით სავალს განა ვგეგმავ?
ვერ ვგეგმამ !
ეს ის შემთხვევაა როცა უნდა დაელოდო!

-რას ურჩევდით ახალგაზრდებს
ამაზე ლექსით გიპასუხებთ..

“წარსულის ხსოვნა უფლის ნიშია!
ქვაკუთხედია!
ხელსაც რომ პკრავდნენ!
ხე-კენწერომდე ფესვის შვილია ,
თუნდაც სხვადასხვა მაკრატლით სხლავდნენ!

პოეტი მარიამ ბაქანიძე

 

1, 091
მედეა მამფორია

მედეა მამფორია