90’s – Shevardnadze’s Journey ArtUp Games-ის ა მობილური თამაშია, რომლის საშუალებითაც, თქვენ 90-იან წლებში აღმოჩნდებით და შეხვდებით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, როგორებიცაა:
- მწვანე კერასინკა“ – გამათბობელი, რომელიც მუშაობდა ნავთზე, რადგან გათბობა და ელექტროენერგია არ არსებობდა;
- „ცეცხლი“ – ხშირად შეხვდებოდით გასათბობად დანთებულ ცეცხლს უბნებში, შემოკრებილ ბავშვებსა და მშობლებს, რომლებიც სოციალიზაციას ცდილობდნენ;
- „სიგუას ნამცხვარი“ – გამოგონილი, იაფფასიანი ნამცხვარი, რომელიც უმარტივესი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა, მაგრამ ყველას ძალიან უყვარდა, რადგან სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობდა;
- „პლიტა“ – ეს იყო ნივთი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა, თუ იყო ელექტროენერგია. ძირითადად, იყენებდნენ საჭმლის მოსამზადებლად ან გასათბობად;
- „მიტინგები“ – საპროტესტო აქციები ქუჩებში, რომელიც ხშირად იმართებოდა მოპარული ანაბრების დაბრუნების, პოლიტიკოსების გადადგომის, ან თუნდაც, შუქის მოსვლის მოთხოვნით…
თამაშის მთავარი პერსონაჟი საქართველოს მე-2 პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეა.
წყარო : marketer.ge
295