დაქვრივებული პინგვინები (ფოტო)

პინგვინების შესახებ, თუ როგორ ერთგულად უყვართ თავიანთი მეორე ნახევრები, ბევრი საინტერესო ამბავი გვესმის. ბევრი დოკუმენტური ფილმიც გვინახავს და თითქოს, წყვილებისთვის რომანტიკულ განხილვის თემადაც იქცა პინგვინების “სასიყვარულო ისტორიები”.

თუმცა, ალბათ, ჯერ კიდევ არ გვქონდა წარმოდგენა, დაქვრივებულ პინგვინებს ერთმანეთის თანაგრძნობა თუ შეეძლოთ…

ტობიას ბაუმგაერტნერმა, გერმანელმა ფოტოგრაფმა, ეს ფოტო მელბურნში გადაიღო, მას შემდეგ რაც დაქვრივებული პინგვინების ისტორია მოისმინა. ფოტომ იმდენად დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ ფოტოგრაფმა “საზოგადოების არჩევანის” ჯილდო დამსახურებულად მოიპოვა.

 

142
მედეა მამფორია

მედეა მამფორია