რა იწვევს დამოკიდებულებებს?!

რა-იწვევს-დამოკიდებულებებს

რა იწვევს დამოკიდებულებებს?! – ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც, საკმაოდ მძიმეა და ცდილობენ ყურადღება სხვა რაღაცებზე გადაიტანონ. ასეთ ქცევას მედიკოსები ადიქციას ეძახიან – ეს არის ისეთი სახის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს, ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. თუმცა ხშირად არ ვუფიქრდებით მის გამომწვევ მიზეზებს.

მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში ადიქციური ქცევის პრობლემა. ამ დროს დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები სრულებით კარგავენ აქტუალურობას. ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ. ბავშვებსა და ახალგაზრდებში განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული კიბერ დამოკიდებულების პრობლემა, რაც კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

რა-იწვევს-დამოკიდებულებებს?!ბავშვის თვითშეფასება ყალიბდება გარემოს, უპირველეს ყოვლისა მშობლის ზემოქმედებით. არაადეკვატური თვითშეფასება (მის რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი, ან დაბალი) ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენის, განვითარებისა და ჩამოყალიბების, რაც ხშირად გამოიხატება ადაპტაციის უნარის დაქვეითებაში, საკომუნიკაციო უნარების არასწორ განვითარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოსომატური სიმპტომების გაჩენაშიც კი.

ადაპტაციის უნარის დაქვეითების ერთ-ერთი გამოხატულებაა, როცა ბავშვს/მოზარდს უჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება და ანაცვლებს მას წარმოსახვითი რეალობით (კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ.), სადაც თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მას აქვს იმ სურვილების, მოთხოვნილებებისა და ოცნებებს რეალიზების საშუალება, რასაც ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში. თუმცა, ეს ყოველივე, არის დროებითი და ასეთი „რეალიზაცია“ გარკვეული დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმისათვის, რომ ამ მუდმივ ცვლილებებს „გავუძლოთ“, გამოვიმუშავებთ ე.წ. „ჩვევებს“. საუბარია არა მხოლოდ მავნე ჩვევებზე – ამ ჩვევების ფორმა გარდაქმნილია კულტურულ ნორმად, მაგალითად, ქცევის ნორმად ან სექსუალურ სტერეოტიპად ან ადამიანის ისეთ თვისებად, როგორიც ეჭვიანობაა. ლუისი

რას ნიშნავს „გსურდეს“, „გინდოდეს“ ? „ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. არაფრის კეთებაც კი დასვენების მიზანს ემსახურება. ადამიანის ტვინში მოტივაციის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ზოლიანი სხეულია. ის არის ჩვენი ქმედების მაკონტროლებელი ცენტრი. სწორედ ის გვამცნობს, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზანი შესრულდა. ზოლიანი სხეული თითქოს საკუთარ გამოცდილებაზე „სწავლობს“ და იმახსოვრებს იმას, რამაც ერთხელ უკვე მიგვაღებინა სიამოვნება – ეს შეიზწლება იყოს რაიმე კერძით მიღებული სიამოვნება, კომპიუტერთან ჯდომით, თამაშით, ნარკოტიკებით, ალერსით, ალპინიზმით და სხვ. ის აძლევს ტვინს სიგნალს, რათა მან კიდევ განიცადოს ერთხელ მიღებული სიამოვნებრა-იწვევს-დამოკიდებულებებს?!სიქოთერაპია თუ მედიტაცია, მეგობრული საუბრები თუ ანონიმურ შოპოგოლიკთა შეხვედრები, ხანგრძლივი შვებულება თუ დროებითი იზოლაცია, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, მთავარია როდის შევთავაზებთ ამ ყველაფერს დამოკიდებულ ადამიანს. მაქსიმალურად ეფექტიანია დახმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოკიდებული ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, თავად გამოთქვამს დამოკიდებულებისგან გათავისუფლების სურვილს. ეს ის „ოქროს მომენტია“, როცა ჩვენ მისი განკურნების რეალური შანსი გვიეზლევა.

რა იწვევს დამოკიდებულებებს?!

პრევენციის მიზნით, რომ ბავშვი არ გახდეს დამოკიდებული რაიმეზე, აუცილებელია, მშობლისგან არ იყოს პროვოცირებული და წახალისებული ზემოთ აღნიშნული ქცევები, ხოლო ბავშვის სურვილის შემთხვევაში, სასურველია აკრძალვის გარეშე (აკრძალვა ყოველთვის ამძაფრებს სურვილს) დროის რეგლამენტირება (კვირაში იმდენი საათი, რამდენი წლისაც არის ბავშვი) და ქცევის ჩანაცვლება ერთმნიშვნელოვნად ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტივობებით. ​

დამოკიდებულება არ არის მონსტრი, რომელიც ადამიანზეა მიჯაჭვული. დამოკიდებულება დაიძლევა.

 

129
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი