რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას მეორადმა ტანსაცმელმა

Share on facebook
გაზიარება

საინტერესოა, მართლა გვიქმნის საფრთხეს თუ არა მეორადი ტანსაცმლის გამოყენება?

ექიმი-ალერგოლოგის აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგია: “წინა მფლობელები შეიძლება საერთოდ არ რეცხავდნენ ტანსაცმელს ამიტომ მეორადი სამოსი გასაყიდად გამოტანამდე გადის ქიმიურ დამუშავებას. ამ უკანასკნელის მიზანი ასევე არის ინფექციური დაავადებებისა და გადამტანი მწერების გამომწვევი ვეგეტატიური ფორმების მოსპობა. ასეთი ტანსაცმელი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იდოს საწყობში, რისთვისაც ასევე აუცილებელია სადეზინფექციო დამუშავება.

რაც შეეხება ფორმალდეჰიდს, მას ასევე შეიცავს შამპუნები და სააბაზანო საშუალებები. თუ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, შეიძლება ტანსაცმლისგან განუვითარდეს გარკვეული გაღიზიანება, რადგან ფორმალდეჰიდი ორგანიზმში ხვდება შესუნთქვისას ან კანის ზედაპირზე შეხებისას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგი იშლება და შარდთან ერთად ან სუნთქვის პროცესში გამოდის.”ყოველივე აქედან, შეიძლება დავასვნათ, რომ სეკენდ-ჰენდის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელი მძაფრი უსიამოვნო სუნი აუცილებელი ქიმიური დამუშავების ნიშანია. უნდა ვუფრთხილდესთ სწორედ იმ ტანსაცმელს, რომელსაც მსგავსი სუნი არ აქვს!
თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეორადი ტანსაცმლის ჩაცმა ყიდვისთანავე, წინასწარი გარეცხვის გარეშე! რეკომენდებულია გარეცხვამდე ახლად შეძენილი მეორადი სამოსი მოვათავსოთ საყინულეში. ამით დარჩენილი ბაქტერიებიც მოისპობა.

96
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი