რა უნდა ვიცოდეთ შოკოლადის შესახებ ?!

რა უნდა ვიცოდეთ შოკოლადის შესახებ– ძალიან ტკბილი, თან მწარე, სასარგებლო და ამავდროულად, საზიანო.

საყვარელი და ხშირად სანატრელი, როგორც დიდებისთვის, ისე  პატარებისთვის ეს  სწორედ შოკოლადია.

შოკოლადი ის პროდუქტია, რომელიც ხასიათდება მრავალი თვისებით. მის გამოყენებას სჭირდება კონტროლი. უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ამა თუ იმ სახის შოკოლადი, რომ მისმა მავნებლურმა თვისებებმა არ იჩინოს თავი.

შოკოლადის სიკეთე და მავნეობა დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რომელი სახეობის შოკოლადზე არის ლაპარაკი.

რა-უნდა-ვიცოდეთ-შოკოლადის-შესახებ312X208როცა სიკეთეზე არის ლაპარაკი შავი შოკოლადი იგულისხმება, რომელიც შედგება კაკაოს ფხვნისლისგან, შაქრის პუდრასა და კაკოს ცხიმისგან. ეს პროდუქი მართლაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

რძიან შოკოლადში არის ცხიმიანი მშრალი რძე, ხოლო თეთრ შოკოლადში – ვანილი და შაქარი და არ არის კაკაო. სწორედ ეს თავისებურება ხდის შავ შოკოლადთან შედარებით რძიან და თეთრი შოკოლადს ნაკლებ სარგებლიანს.

რძიანი და თეთრი შოკოლადის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. აქედან გამომდინარე, „შოკოლადის სიკეთე“ გულისხმობს მწარე შოკოლადის სასარგებლო თვისებებს, რომელიც შეიცავს შაქრის მინიმალურ რაოდენობასა და კაკოს მაქსიმალური რაოდნობით.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი შოკოლადი სასარგებლო ზეგავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემის ორგანოებზე. პროდუქტის რეგულარული გამოყენება მხოლოდ  ზომიერი რაოდენობებით, რა თქმა უნდა  ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, აუმჯობესებს მათი გამტარობის უნარს და ამცირებს თრომბების ჩამოყალიბების ალბათობას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შოკოლადის სარგებლობა განპირობებულია მასში ფლავონოიდების არსებობით, რომლებიც არიან ბუნებრივი ანტიოქსიდანტები და ადამიანის ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს, უფრო მეტიც, ეს ნივთიერებები ანელებენ დაბერებას.

ითვლება, რომ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, მცირეოდენ შავ შოკოლადთან ერთად, გაცილებით უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ტრადიციული ჭიქა ყავა. ნერვული სისტემის ამაღლებული სტრესომედეგობისთვის, საჭიროა შავი შოკოლადის რეგულარული მიღება. ეს პროდუქტი შემთხვევით არ არის შეტანილი სამხედრო მოსამსახურეების რაციონში.

შეიძლება გაიგოთ აზრი, რომ შოკოლადი არის მიზეზი კარიესის წარმოქმნისა. ეს მტკიცება სამართლიანია თუ, საუბარია რძიან შოკოლადზე, კანფეტებზე ან სხვა ნუგბარზე, რომლებიც დამზადებულია შოკოლადის ფუძეზე, რადგანაც ეს პროდუქტები შეიცავენ შაქარს. სწორედ ეს უკანასკნელი და არა შავი შოკოლადი იწვევს კარიესს. შოკოლადის გონივრული გამოყენება, პირიქით, იცავს თქვენს კბილებს.
სწორედ ამ გარემოების გამო პედიატრების ნაწილი, იძლევა რეკომენდაციებს, რომ პატარამ მიიღოს შოკოლადი კარამელის, ფუნთუშის და სხვა შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი ნუგბარის ნაცვლად.

შოკოლადის სასარგებლო თვისებები ვლინდება შოკოლადის გასახდომ დიეტებშიც. მაღალი კალორიულობის გამო არ იწვევს შიმშილის გრძნობას, განსხვავებით თავისი რძიანი ანალოგისგან, რომელიც სწრაფად აითვისება და არ მოაქვს სიკეთე.

ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა უნდა ვიცოდეთ შოკოლადის შესახებ , აუცილებლად. ამასთან  უარი არ ვთქვათ ტკბილეულზე ისე ,რომ ამით არ დავაზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

197
მედეა მამფორია

მედეა მამფორია