გაერთიანებულ სამეფოში გაჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი შტამი შეიძლება გაცილებით უფრო მარტივად ვრცელდებოდეს.
მსგავსი: კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ბრიტანული შტამი — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერებაკანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორი სარა ოტო ვირუსების მუტაციას, სელექციას და მათ კომბინაციას სწავლობს. ამ საკითხზე ის The Conversation-ში სტატიას აქვეყნებს.რეალურ დროში ევოლუციის იმდენი მონაცემი აქამდე არაფრის შესხებ გვქონია, რამდენიც SARS-CoV-2-ის შემთხვევაში — მხოლოდ შარშან, მოხდა ამ ვირუსის
380 000 გენომის სეკვენირება.
გავრცელებასთან ერთად, SARS-CoV-2 მუტაციას განიცდის და თავის გენომში მცირე სახესხვაობებს წარმოქმნის. ამ მუტაციათა წყალობით, მეცნიერები ადგენენ, ვინ ვისთან არის დაკავშირებული ვირუსის ოჯახურ ხეზე.ევოლუციური ბიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მუტაციების მხრიდან საფრთხის ინტერპრეტაციები შეიძლება გადამეტებული იყოს.
მუტაციათა უმეტესობა ვირუსს არ ეხმარება, ზუსტად ისე, როგორც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომუშავე მანქანისთვის შემთხვევით ხელის კვრამ მისი მოქმედების გაუმჯობესება გამოიწვიოს.თუმცა, ხანდახან მუტაციები ან მუტაციათა სერიები ვირუსს უპირატესობას ანიჭებს. მონაცემები გვეუბნება, რომ მუტაციები, რომლებსაც ბრიტანეთში გამოჩენილი ვარიანტი, სახელად B.1.1.7 ფლობს, ვირუსს უფრო „მორგებულს“ ხდის.
60