რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს მომღერალ მემე ჟორდანიას?!

მემე ჟორდანია

EDITORI.GE დაუკავშირდა 18 წლის მომღერალს  მემე ჟორდანიას. 

მემე ნამდვილად გამორჩეულია თავისი ნიჭით და ორიგინალურობით.ამ ყველაფრის დამსახურებით მას დღეს უამრავი გულშემატკივარი ყავს.

მემე მხოლოდ საქართველოში არ არის ცნობილი .

მიუხედავად იმისა, რომ მემე ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მას მონაწილეობა მიღებული აქვს, არაერთ პროექტში მათ შორის უკრაინის ვოისშიც. 

 

-მოგესალმები მემე,საკმაოდ ცნობილი ხარ თუმცა კიდევ ერთხელ გაეცანი ჩვენს მკითხველს…

გამარჯობა, მე ვარ მემე, მომღერალი თბილისიდან. მუსიკა ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს და ჩემი მიზანია, ეს ემოცია ხალხს გავუზიარო. ვარ 18 წლის .

მემე-ჟორდანია300x296

-მემე მოგვიყევი შენი წარმატებების შესახებ,დავიწყოთ უცხოეთის ამბებით

მონაწილეობა მივიღე არაერთ პროექტში მათ შორის უკრაინის ვოისშიც, თუმცა ამჟამად საავტორო მუსიკაზე ვმუშაობ და მალე სოლო კარიერის დაწყებას ვგეგმავ ჩემი ტრეკებით.

 

-საქართველოშიც ბევრ კონკურსში მიიღე მონაწილეობა იყო საქართველოს ვარსკვლავი,დიდი სცენა,არ აქვს მნიშვნელობა გაიმარჯვე, თუ არა რადგან ყოველთვის ჟიურისგან ყოველთვის გქონდა დადებითი შეფასება და მაყურებლისგანაც ,რა გამოცდილება მიიღე შენ,რას იტყვი ამ კონკურსების შესახებ…

კონკურსებმა მომცა საშუალება გავაცნო საკუთარი თავი საზოგადოებას საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, ჩემი აზრით ყველა პროექტი უზომოდ დამეხმარა მუსიკალურ განვითარებაში და ბიძგი მომცა რო საკუთარი მუსიკა ვაკეთო, გამაცნო უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა და ჯამში, საოცარი მოგონებები დამიტოვა.

-გარდა მუსიკისა რას საქმიანობ?

გარდა მუსიკისა ძალიან მიყვარს ხატვა, იქნება ეს სახეზე, სხეულზე თუ ფურცელზე ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ფუნჯით და საღებავებით თამაში.

-საკმაოდ გამორჩეული ვიზუალი გაქვს ,მე ვიტყოდი თავისუფალ სამყაროს ასხივებ ,შენ რას გვეტყვი ამის შესახებ  …

რავიცი, სხვათაშორის მიკვირს ხოლმე ესე რო მეუბნებიან მაგრამ, ალბათ ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში ბევრმა რამემ იმოქმედა, გარემოს ხშირმა გამოცვლამ, სწორმა ინსპირაციამ და უბრალოდ საზოგადოების აზრისგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ.

-ყოფილა ამის გამო შენს ცხოვრებაში მცდელობა შენი ბულინგის ან უბრალოდ გულის ტკენის,ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე საუბრობდი…

ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

მემე-ჟორდანია200x300

-რას ეტყოდი შენს თაობას?

ხშირად უზომოდ ვივსები სიამაყის გრძნობით როდესაც ჩვენ თაობას ვუყურებ, ალბათ ვურჩევდი ერთმანეთის თანადგომაზე მეტად კონცენტრირდნენ და მეტი დრო გაატარონ რეალურ სამყაროში, ტელეფონების, კომპიუტერების და სხვა ტექნოლოგიების გარეშე. მეტად მიხედონ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას რადგან ამ მხრივ ჩვენ დროში ძალიან ცუდადაა ყველაფერი და უბრალოდ დატკბნენ ცხოვრებით, შეიძინონ მეტი ცოდნა და არ შეეშინდეთ იყვნენ ის, ვინც უნდათ რომ იყონ.

-როგორია მემეს ერთი დღე?

მემეს ღამე უფრო უყვარს მუშაობა, ამიტომ გვიან დაძინების შემდეგ გვიან იღვიძებს, აუცილებლად სვავს ერთ ჭიქა წყალს, რთავს დილის მანტრებს, მედიტირებს, ემზადება და მიდის სტუდიაში, იქ ატარებს მთელ დღეს და შემდეგ დაღლილი და ბედნიერი ბრუნდება სახლში. ამ ციკლში ვცხოვრობ და ეს უზომოდ მახარებს, რადგან ყოველდღე სიხარულით გავდივარ სახლიდან როდესაც ვიცი რომ ის უნდა გავაკეთო, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

 -რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

სამომავლოდ ვაპირებ EP (მინი ალბომის) გამოშვებას და ბევრი მუსიკის წერას, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიზანი, ხოლო უფრო შორ მომავალში მინდა ამერიკაში წავიდე და იქ ვწერო.

-რაზე ოცნებობს მემე ჟორდანია?

მემე ოცნებობს ამერიკაში მოხვედრაზე და იმაზე რომ მისი სიმღერები მსოფლიომ დაინახოს. არ მინდა ანდერგრაუნდ არტისტი ვიყო, მინდა ვიშრომო ბოლომდე იმისთვის რომ ყველას მივაწვდინო ხმა საქართველოს გარეთ.

-და ბოლოს როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ

10 წლის შემდეგ ვფიქრობ უკვე საკმაოდ წარმატებული ვიქნები და საკუთარი მიზნების რაღაც ნაწილს უკვე მივაღწევ, თუმცა არავინ იცის რა მოხდება, რეალობაში მიყვარს ყოფნა.

მემე ჟორდანია.

 

 

 

 

 

970
მედეა მამფორია

მედეა მამფორია