რობოტი ძაღლი და რობოტი დინოზავრი,რომლებიც სანაყინეში “მუშაობენ”

იაპონიაში, არის ადგილები, სადაც ნაყინს რობოტი ძაღლი და რობოტი დინოზავრი ჩამოგისხამენ. მათ, ერთი ნაყინის ჩამოსასხმელად, სულ 27 წამი სჭირდებათ. ახლა, როცა პანდემიის გამო, სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ და რაც შეიძლება, ნაკლებ ადამიანთან გვქონდეს კონტაქტი, ეს გამოგონება ძალიან აქტუალურია. სანაყინისა და ყავის მაღაზიების პერსონალის დამხმარე ძაღლი და დინოზავრი Connected Robotics-მა შექმნა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ გამოგონებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

https://youtu.be/XNNAlu8Wc4A
წყარო:marketer.ge
598
მედეა მამფორია

მედეა მამფორია