როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია მარტივად?!

Share on facebook
გაზიარება

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია : დეზინფორმაცია მსოფლიოს უდიდეს გამოწვევად იქცა ,რასაც ადამიანები ვებრძვით, რომლითაც ადამიანები ვზარალდებით და რომელსაც  ისევ და ისევ ადამიანები ვქმნით.  ჩვენ იმაზე ხშირად ვხდებით დეზინფორმაციის მსხვერპლნი , ვიდრე წარმოგვიდგენია.ხშირ შემთხვევაში გამავრცელებლებიც კი,მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ეს ბრმა მინდობისა და კრიტიუკული აზროვნების ნაკლოვანებითაა გამოწვეული, რაც საბოლოო ჯამში გვაქცევს ბრბოდ ,რომელსაც ცრუ ინფორმაცია რობოტულად მართავს.

დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი უამრავ ინფორმაციას იღებს, ზოგს მართალს ზოგსასაც კი ცრუს .ეს პირველი ეტაპია    საიდანაც დეზინფორმაციის შემოღწევა იწყება. მეორე ეტაპი უკვე მათი ერთმანეთისგან  გარჩევაა, რომელსაც ადამიანთა  ერთი ნაწილი მთელი მონდომებით ასრულებს , მეორე ნაწილი ცდილობს სიმართლე ეძიოს ,მესამე ნაწილი კი უბრალუდ ისრუტავს  ყველაფერს,რასაც ხედავს და ვირუსულად მისი გადამტანი ხდება.აი სწორე ეს მესამე ნაწილია ის ბრბო,რომელიც უკვე დარაზმულია მისიის შესასრულებლად,მაგრამ,როგორც ვრქვი  ეს თვითონაც არ იცის.  ბრბოს ნაწილში შესაძლოა აღმოჩნდენ  ჩვენი ახლობლები ,მეგობრები ან თუნდაც მშობლები, ამიტომ სანამ ინფორმაციას შევისისხლხორცებთ აუცილებლად გადავამოწთ ვინც არ უნდა გვაწვდიდეს მას.

იმისთვის რომ მაქსიმალურად ავირიდოთ დეზინფორმაცია ,აუცილებელია ვიცოდეთ მისი ამოცნობა .სწორედ ამიტომ სტატიაში განვიხილავ მარტივ ხერხებს თუ როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია მარტივად  და დავიცვათ თავი სოციალური ქსელის fake news-სებისგან.როგორ-ამოვიცნოთ-დეზიმფორმაცია 265x178

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია?

პირველ რიგში აუცილრბლად დააკვირდით გვერდს , რამდენად სანდო გვერდიდან იღებთ არსებულ ინფორმაციას. 

_ვინაიდან დღეს სრულიად სოც ქსელი გამომწერთა რაოდენობასაა შეწირული, ხშირად შეხვდებით დაუჯერებელ ინფორმაციებს,რომლის საშუალებითაც გვერდები თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობენ  ,ამიტომ ნუ მიენდობით ბრმად .

ყოვრლთვის მოიძიეთ ინფორმაციის რამდენიმე წყარო ,თუნდაც ჟურნალისტებზე ან ექსპერტებზე დაყრდნობით, მთავარია ხელთ მინიმუმ  სამი წყარო მაინც იქონიოთ .

აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაციაში თანდართული ფოტოსურათი  

_  იმისთვის რომ ინფორმაცია ბევრად დამაჯერებელად გამოიყურებოდეს ,მას ყოველთვის თან ახლავს ფოტოსურათი, რომელიც დამუშავებულია და არ შეესაბამება რეალობას.გადასამოწმენლად გამოიყენთთ google images-ის ფოტოების საძიებო სისტემა ,რითაც დაადგენთ ფოტოს ავტორის წარმომავლობას,გადაღების თარიღს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს .

ინფორმაციის გადამოწმების ალტერნატიულ საშუალებად ,შეგიძლიათ გამოიყენოთ საჯარო ინფორმაციის ბაზები ,მაგალითად Factcheck.ge (ფაქტ-მეტრი). 

_ დეზინფორმაციასთან ბრძოლამ  მოიცვა მთელი თანამედროვე მსოფლიო, ამიტომ ფაქტ-მეტრის სახით  საქართველოში დაინერგა ინოვაციური მედია პროექტი ,რომელიც მიზნად ისახავ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე,ასევე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას.  ფაქტ-მეტრი დაგეხმარებათ სოციალურ ქსელებში თუ სხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გადამოწმებასა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში.

და ბოლოს მთავარი რჩევა – არასდროს გაავრცელოთ ინფორმაცია ,რომლის მართებულობაშიც დარწმუნებული არ ხართ.

ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი ხერხებია, რაც დაგეხმარებათ თავი დაიცვათ დეზინფორმაციისგან. და გახსოვდეთ ჯანსაღი და სწორი ინფორმაცია ვიტამინივითაა, რომლითაც ტვინი სწორად უნდა გამოკვებოთ ,რათა ცრუ ინფორმაციამ მისი დაზიანება ვერ შეძლოს.

 

72
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი