როგორ ემზადება ევროპა ახალი წლისთვის

ევროპა ახალი წლისთვის: მალე შობა და ახა­ლი წელი დად­გე­ბა და წელს პირ­ვე­ლად, დღე­სას­წა­უ­ლებს პან­დე­მი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე შევ­ხვდე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ურ­თუ­ლე­სი 2020 წლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი იმე­დით უყუ­რე­ბენ 2021-ს და მსოფ­ლი­ო­ში სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი და­წყე­ბუ­ლია. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე მორ­თეს სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ქუ­ჩე­ბი, თუმ­ცა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, ეს მორ­თუ­ლო­ბე­ბი ახლა ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი სა­ნა­ხა­ვია, რად­გა­ნაც კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის წე­სე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ევ­რო­პა შო­ბი­სა და ახა­ლი წლის­თვის.ევროპა-ახალი-წლისთვის300x221

 

  • იტა­ლია – არა­ნა­ი­რი სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბე­ბი

იტა­ლი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის ათა­სო­ბით ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე იტა­ლი­ის მრა­ვა­ლი რე­გი­ო­ნი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­კე­ტი­ლია და მათ შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს წე­სე­ბი 3 დე­კემ­ბრამ­დე მოქ­მე­დებს და შე­საძ­ლოა, 3 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი აკ­რძალ­ვა შემ­სუ­ბუქ­დეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯერ კი­დევ გა­ნი­ხი­ლა­ვენ თუ რო­მე­ლი შე­ზღუდ­ვა და­ტო­ვონ და რო­მე­ლი – არა. თუმ­ცა უკვე გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­უ­რი სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა უკვე აიკ­რძა­ლა.

“ეს იქ­ნე­ბა ყველ­ზე “ფხი­ზე­ლი“ შობა, სა­შო­ბაო შეკ­რე­ბე­ბის, ჩა­ხუ­ტე­ბე­ბი­სა და კოც­ნის გა­რე­შე. ვფიქ­რობთ, სა­ჭი­როა უფრო მეტი სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა იმის­თვის, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ“, – ამ­ბობს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯუ­ზე­პე კონ­ტე.

  • საფ­რან­გე­თი სა­შო­ბა­ოდ შე­ზღუდ­ვებს შე­ამ­სუ­ბუ­ქებს

საფ­რან­გეთ­ში უკვე კვი­რე­ბია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა. პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის თქმით კი, 28 ნო­ემ­ბრი­დან შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, მაგ­რამ “ლოკ­და­უ­ნის“ მთა­ვა­რი წე­სე­ბი 15 დე­კემ­ბრამ­დე გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში სა­შო­ბა­ოდ გა­იხ­სნე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, რომ დღე­სას­წა­უ­ლის პე­რი­ოდ­ში მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეს­ტუმ­რონ. “ჩვენ შევ­ძლებთ გა­და­ად­გი­ლე­ბას ქა­ლა­ქებს შო­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე“, – აცხა­დებს მაკ­რო­ნი. ამას­თან, შო­ბის ღა­მეს, ასე­ვე ახა­ლი წლის ღა­მეს მო­იხ­სნე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც.

სკო­ლე­ბი და რე­ტორ­ნე­ბი კვლავ და­კე­ტი­ლი დარ­ჩე­ბა სულ მცრე 20 იან­ვრამ­დე და მათი გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა კა­ფე­ე­ბი და ღა­მის კლუ­ბე­ბიც. 28 ნო­ემ­ბრი­დან ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა მას 30 ადა­მი­ან­ზე მეტი ვერ და­ეს­წრე­ბა. საფ­რან­გეთ­ში და­კე­ტი­ლი რჩე­ბა სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბიც და რო­გორც მაკ­რო­ნი ამ­ბობს, ის შე­საძ­ლოა, იან­ვარ­ში გა­იხ­სნას.

  • გერ­მა­ნია – ლი­მი­ტი სო­ცი­ა­ლურ შეკ­რე­ბებ­ზე

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში “ლო­ქ­და­უ­ნი“ იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და სხვა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი და­კე­ტი­ლია, მაგ­რამ სკო­ლე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი გახ­სნი­ლი. გერ­მა­ნია დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ო­დის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო ამ­კაც­რებს შე­ზღუდ­ვებს. მა­გა­ლი­თად, 1-ლი დე­კემ­ბრი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი შეკ­რე­ბე­ბის ლი­მი­ტი კი­დევ უფრო მცირ­დე­ბა და და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა (ეს არ ეხე­ბა ერთი ოჯა­ხის წევ­რებს).

თუმ­ცა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, შო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, 23 დე­კემ­ბრი­დან პირ­ვე­ლი იან­ვრის ჩათ­ვლით 10 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. ან­გე­ლა მერ­კე­ლი მო­უ­წო­დებს გერ­მა­ნე­ლებს, რომ სა­ნამ შეკ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ, ჯერ კარ­გად და­ფიქ­რდნენ.

ლი­მი­ტი არ ეხე­ბათ 14 წლამ­დე ბავ­შვებს. მერ­კე­ლის თქმით, შო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ინც დარ­ჩე­ბა, რად­გა­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გერ­მა­ნი­ა­ში სა­შო­ბაო ბაზ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­უქ­მდა. წელს გერ­მა­ნი­ა­ში არ იქ­ნე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­ირ­ვერ­კი გა­რეთ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით.

  • ეს­პა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი წელი

ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავს, რომ ქვე­ყა­ნამ წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნოს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. წვე­უ­ლე­ბა­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი. მთავ­რო­ბამ გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს რეს­ტორ­ნე­ბის ტე­რა­სებ­ზე, ან სხვა ღია სივ­რცე­ებ­ში.

ტრა­დი­ცი­უ­ლად ეს­პა­ნე­ლე­ბი 5 იან­ვარს სა­ღა­მოს აღ­ლუ­მით ხვდე­ბი­ან ხოლ­მე, თუმ­ცა მთავ­რო­ბა ამ­ჯე­რად რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ამ ზე­იმ­ზე წელს უარი თქვან. კა­ტა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ახა­ლი წლის­თვის 10 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის ნე­ბარ­თვას გას­ცემს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

მად­რიდ­ში კი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­თხოვს, რომ და­ამ­ტკი­ცონ მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა შო­ბის წინა პე­რი­ოდ­ში, რათა ამის შემ­დეგ ერ­თად უსაფრ­თხოდ შეკ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ.

ევროპა ახალი წლისთვის:

 

 

932
მედეა მამფორია

მედეა მამფორია