როგორ მოქმედებს კანონი საქართველოში,სიძულვილის ენის წინააღმდეგ-იურისტი კახაბერ კერვალიშვილი

სიძულვილის-ენა567x365

სიძულვილის ენა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში საქართველოშიც აქტიურად განიხილება სიძულვილის ენით გამოწვეული პრობლემები.

ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, საკითხის გადაჭრის დროს სახელმწიფო ხელმძღვანელობს იმ საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს დაცული იქნას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რათა არ იყოს დაშვებული ადამიანების დისკრიმინაცია ამა თუ იმ ნიშნით, ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა რიგი   ნორმატიული აქტები საშუალებას გვაძლევს დავიცვად ჩვენი უფლებები და არ დაუშვათ ჩვენს უფლებებში ჩარევა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად ,,ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

იქიდან გამომდინარე რომ მე-19 მუხლის შეზღუდვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სხვა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა, ამრიგად გამოხატვის თავისუფლება არ მიეკუთვნება პირის აბსოლიტურ და შეუზღუდავ უფლებას. იმ შემთხვევაში თუ ერთი ადამიანი აზრის გამოხატვით ლახავს სხვა ადამიანის უფლებას და ზიანს აყენებს მას, ეს უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, თუმცა იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვალოს, ის უნდა იყოს პროპორციული და უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიხწევას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი გარკვეულ წილად დაკავშირებულია კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ამ მუხლის თანახმად ცენზურა დაუშვებელია.მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს სხვა ადამიანის უფლებების შეზღუდვას, დააზარალებს ქვეყანას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით არეულობას და საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის არსებობას.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის ეს ორი მუხლი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის განსხვავებაც დიდია, უფრო კონკრეტულად, რომ განვიხილოთ კონსტიტუციის 24-ე მუხლი უფრო ფართო ცნებაა, რადგან იგი განსხვავებით მე-19 მუხლისაგან მოიცავს, აზრის გარეგან გამოხატვას ნებისმიერი ფორმით და საშუალებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სიძულვილის ენა კონსტიტუციის 24-ე მუხლს უნდა დავუკავშიროთ, რადგან სიძულვილის ენის რეგულირება მთლიანად გულისხმობს საკუთარი აზრის საჯაროდ გავრცელებას და  გარე სამყაროში გამოვლენას, მას ვერ განვიხილავთ კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში. ისევე, როგორც მე-19 მუხლი, კონსტიტუციის 24-მუხლიც შესაძლებელია დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს თუ რათქმაუნდა,  ადამიანის გამოხატვის უფლებით ზიანი ადგება სხვა პირს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სასამართლო მსჯელობს და იყენებს სამართლიანობის ტესტს  და       განიხილავს სამ ძირითად კრიტერიუმს, რომელი კრიტერიუმების თანახმადაც:

 

  • ,,შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით
  • უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიხწევას
  • უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და იგი უნდა  იყოს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციული საშუალება,აქედან გამომდინარე თუ გამოხატვა არ არის დისკრიმინაციული, ჰომოფობიური არ შეინიშნება სიძულვილის ენის ნიშნები და აშკარა ზიანს არ აყენებს სხვა პირს ან პირთა ჯგუფებს ამ უფლებაში ჩარევა ვერ იქნება პროპორციული და ვერ ჩაითვლება, რომ ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიხწევას.

 

ზოგიერთი ქვეყანის კანონმდებლობა, დანაშაულს, რომელსაც გააჩნია სიძულვილის მოტივი მიიჩნევს დამამძიმებელ გარემოებად.

ზოგ ქვეყანაში, მაგალითად შვედეთსა და ხორვატიაში ლგბტ ორგანიზაციები დახმარებას უწევენ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებაში, მათ გააჩნიათ ცხელი ხაზი ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე  შვედეთში, ლომდონში, ჰოლანდიაში და კატალონიაში შექმნილია პოლიციის მცირე ჯგუფები, რომლებიც მთლიანად ორიენტირებულნი არიან სიძულვილის ენით მოტივირებულ დანაშაულზე და ისინი ხშირად თანამშრომლობენ ლგბტ ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის, გვერდს მაინც ვერ ავუვლით სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის 142-ე მუხლის აწესებს საჯელს, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია ადამიანის თანასწორი უფლებები, მათი რელიგიის, ენის, სქესის, მოქალაქეობის  და დაბადების ადგილის გამო ან სხვა რაიმე ნიშნით, რომლმაც შებღალა პირის ან პირთა წრის უფლებები ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორწლამდე ვადით.

შინაგან  საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ,,2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში რაც სამინისტროს თქმით, სტატისტიკურად აჭარბებს 2017 წლის მონაცემებბს. ისიც უნდა აღინიშნოს რომ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამეტის ერთობლივი გამოძიების შედეგად დაკავებულ იქნა 53 პირი რომელთაგანაც სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს 39 პირი, სექსვალური ორიენტაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნიტ დანაშულის ჩადენის ბრალდებით კი 4 პირი. დანაშულის ჩამდენი პირების უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობაში.

იურისტი: სიძულვილის ენა , კახაბერ კერვალიშვილი.

1, 397
მედეა მამფორია

მედეა მამფორია