საახალწლო რჩევები-როგორ მოვრთოთ სახლი და როგორ გავაწყოთ სუფრა

საახალწლო რჩევები650x433

საახალწლო-რჩევები300x200საახალწლო რჩევები: რამდენიმე საათში მსოფლიო ახალი წლის დადგომას იზეიმებს. მომავალი 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არის თეთრი ხარის წელი. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა დაამშვენოთ სახლი, რა უნდა მოამზადოთ და ჩაიცვათ ახალი წლისთვის.

გასულმა წელმა შფოთვა მოგვიტანა, ახალი წლის დადგომას, რომლის სიმბოლოც ხარია, დიდი იმედებით ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ხარი ჯანმრთელობას მოგვიტანს და დაგვეხმარება ყველა სირთულის გადალახვაში.

საახალწლო-რჩევები300x185
2021 წელი

როგორ მოვრთოთ სახლი?

რეკომენდებულია რომ ახალ წელს შეხვდეთ ოჯახთან ერთად, რადგან ხარი შინაური ცხოველია. მას არ უყვარს არეულობა, გაფუჭებული ნივთები ან ზედმეტი წვრილმანები, ამიტომ, სახლში წესრიგში უნდა იყოს ყველაფერი. მოიშორეთ ზედმეტი ნივთბი, მაგალითად:  ქაღალდები, ძველი ჟურნალები და გაბზარული ნივთები.

დეკორაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი და ვერცხლისფერი აქსესუარები, უმჯობესია თავი აარიდოთ წითელ ფერს. ხომ იცით, როგორ რეაგირებს ხარი წითელზე? მას აგრესიულად აქცევს, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ. კარგი იქნება ცოცხალი ნაძვის ელემენტების შეტანა სახლში – ხარს ბუნების სურნელი მოეწონება.

როგორ გავაწყოთ სუფრა?

საახალწლო სუფრის გაშლისას გამოიყენეთ უფრო ბუნებრივი მასალები – ბამბისა და თეთრეულისგან დამზადებული სუფრები და ხელსახოცები, ხის თასები და ვაზები ხილისთვის, ლამაზი კერძები, მეტალის დანა–ჩანგალი, სასანთლეები. ასევე, შეგიძლიათ დაამშვენოთ მაგიდა ყვავილების კომპოზიციებით.

2021 წლის სიმბოლო ლითონის სტიქიის ხარია, აქიდან გამომდინარე, ლითონის ნაკეთობები გვქონდეს სუფრაზე. ეს ლითონის სტიქიის ენერგიას გააძლიერებს. ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, ხურდა, ჭურჭელი და სხვა.

რა მოვამზადოთ ახალი წლისთვის?

საახალწლო სუფრა უნდა იყოს   მარტივი და რთული კერძებით გაწყობილი. გააკეთეთ  ღვეზელები, ლორი.განათავსეთ მეტი ახალი მწვანილი მაგიდაზე – რეჰანი, ხახვი, გააკეთეთ  მწვანე სალათები, გამოაცხვეთ პური. სასურველია ყველაფერი იყოს სახლში მომზადებული, ასევე ძალიან კარგია კონსერვების გამოყენებაც. ფრთხილად იყავით ძროხის ხორცთან, ხარს შეიძლება არ მოეწონოს ასეთი კერძები.

საახალწლო მასპინძლის ნდობის მოსაპოვებლად ერთი მარტივი გზა არსებობს – შვრიის ან ხორბლით სავსე თასის დადება მაგიდაზე, შეგიძლიათ მორთოთ ნაძვის ახალი ტოტებით!

რა ჩავიცვათ?

მსუბუქი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი, მეტალის ბზინვარებით იქნება შესანიშნავი არჩევანი ახალი წლის ღამეს.

უფრო მეტიც, ტანისამოსი არ არის აუცილებელი იყოს ახალი – მთავარია, რომ რაც შეიძლება კომფორტულად გრძნობდეთ თავს. ხავერდოვანი კაბა და აბრეშუმის პიჟამა შესაფერისია. შეარჩიეთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული აქსესუარები, მაგალითად, მატყლის წინდები. რაც შეეხება მაკიაჟს – უნდა იყოს მსუბუქი და არანაირი წითელი კაბა. საახალწლო რჩევები

 

227
მედეა მამფორია

მედეა მამფორია