საბჭოთა ცენზურას შეწირული კადრი ფილმიდან “ქეთო და კოტე“

საბჭოთა-ცენზურას-შეწირული-კადრი-ფილმიდან

„აკრძალული ჯვრისწერა“ – საბჭოთა ცენზურას შეწირული კადრი ფილმიდან “ქეთო და კოტე“

მარგარეტ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საბჭოთა ცენზურას შეწირული კადრი ფილმიდან „ქეთო და კოტეს“ ავრცელებს.

ფოტოზე ჯვრისწერაა გადააღებული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საუბარია ჯვრისწერაზე, მთელი სიუჟეტი ისე სრულდება, რომ ჯვრისწერის კადრი ნაჩვენები არ არის.

სწორედ ამ ფოტოს გამოქვეყნებით ირკვევა, რომ ფილმის ნაწილი საბჭოთა ცენზურას შეეწირა.

„ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე, უკან ედიშერ მაღალაშვილი. 1948 წელი. კოტე ჯვარს იწერსო!..

საბჭოთა-ცენზურას-შეწირული-კადრიფოტოზე ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა, ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა.

კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის „საზიანო“ მაგალითი მიეცათ.

მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების „მავნე“ ჩვევასაც გადაიღებდა.

იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან“.

ქართული საბჭოთა ფილმი „ქეთო და კოტე“ 1948 წელს, რეჟისორებმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა გადაიღეს.

საბჭოთა-ცენზურას-შეწირული-კადროფილმი გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით. პირველი ჩვენება შედგა1953 წლის 8 ივნისს.

საბჭოთა კინემატოგრაფის მსგავსად, ცენზურა უცხო არც ქართული კინოსთვის ყოფილა. ქართული უხმო კინოს შედევრების ნაწილი საბჭოთა ცენზურამ ფორმალიზმის ბრალდებით აკრძალა. პროპაგანდისტული ფილმების გადაღების პარალელურად რეჟიმი ღიად დაუპირისპირდა კინოეკრანზე რეალობის ჩვენებას. ჯერ კიდევ აკრძალულ ფილმებს შორის აღმოჩნდა:

რეჟისორების ნაწილი იძულებული გახდა, კინოს გადაღება შეეწყვიტა. მათ შორის აღმოჩნდა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაურიატი რეჟისორიც, მიხეილ კობახიძე, რომელსაც კინოს დამოუკიდებლად გადაღების საშუალება რეჟიმის პირობებში არ მიეცა.

სამაგალითოდ დასაჯეს სერგო ფარაჯანოვიც, რომელსაც „ბროწეულის ფერის” გადაღების შემდეგ, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით, მრავალი წლის მანძილზე რეჟისორს კინოს გადაღება აეკრძალა.

ცენზურა ლმობიერი არც მათ მიმართ ყოფილა, ვინც პროპაგანდის სამსახურში იძულებით ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ეიზენშტეინმა რევოლუციის მთვარი ფილმი, “ჯავშნოსანი პოტიომკინი” გადაიღო, მოგვინებით საბჭოთა ცენზორებმა მისი ფილმი “ბეჟას მდელო” ისე გაანადგურეს, რომ მაყურებელმა ის კინოეკრანებზე ვერ იხილა. “ივანე მრისხანეს” მეორე ნაწილი კი უშუალოდ სტალინის ბრძანებით აიკრძალა. კინოეკრანებზე ფილმი სტალინის გარდაცვალებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოვიდა.

ცენზურა მკაცრი იყო საბჭოთა კინოს კლასიკოსის ალექსანდრ დოვჟენკოს მიმართაც. დოვჟენკოს ფილმს “მიწა” თავს ცენზორებთან ერთად საბჭოთა კინოკრიტიკოსები და პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც დაესხნენ. რეჟისორი იძულებული გახდა, რომ თავი დასავლეთ ევროპისთვის შეეფარებინა.

892
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი