საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება

Share on facebook
გაზიარება

კიდევ ერთი გამარჯვება

როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენი ნაკრები დასკვნითი მატჩში კანადის წყალბურთელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა და დღევანდელ შეხვედრას ტურნირის მეშვიდე ადგილის მფლობელი უნდა გაერკვია.

მატჩის პირველი პერიოდი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 4:2.

მეორე პერიოდში ქართველი წყალბურთელების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც ანგარიშშიც აისახა – 8:3.

მესამე პერიოდი კანადის ნაკრებმა უკეთ დაიწყო და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ქართველებმა მინიმალური სხვაობით მაინც იმარჯვეს –– 3:2.

დეიან სტანოევიჩის შეგირდებმა მეტოქეს მხოლოდ მეოთხე პერიოდი ვერ მოუგეს, რომელიც ფრედ დასრულდა  – 3:3.

საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში კანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა (18:10) და ტურნირზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე კანადის ნაკრები პირველ შეხვედრაშიც დაამარცხა – 14:11

130
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი