დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო 50 ლოკაციას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს – Bigseventravel

საუკეთესო-50-ლოკაციას-შორის-საქართველო-მეორე-ადგილს-იკავებს

საუკეთესო 50 ლოკაციას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს:

Bigseventravel-მა დისტანციური მუშაობისთვის 50 ყველაზე მოსახერხებელი და საუკეთესო ადგილის სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილზეა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა ციფრულ ეპოქაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი კულტურის მხრივ უამრავ რამეს სთავაზობს ადამიანებს: მრავალფეროვანი საკვები, გრძელი და რთული ისტორია. ქვეყანა ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, ისევე როგორც ხელმისაწვდომი.

ქალაქის მასშტაბით, უამრავ კაფეს ნახავთ, რომელიც შესანიშნავი ადგილია დისტანციური მუშაობისთვის. ასევე, არის უამრავი ადგილი ჯგუფური მუშაობის შესასრულებლად, როგორიცაა Impact Hub-ი და Lokal-ი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ძალიან პატარაა, ქალაქი უნიკალური უბნებითაა სავსე. საცხოვრებლის პოვნა 300-400 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

საუკეთესო-50-ლოკაციას-შორის-საქართველო-მეორე-ადგილს-იკავებსპანდემიის ფონზე საქართველომ დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ციფრული ვიზა შექმნა, რომელიც მათ პანდემიის პერიოდში გადაადგილების საშუალებას აძლევს“,- წერს გამოცემა.

ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილს ესტონეთი იკავებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ესენია: სერბეთი, გერმანია,სინგაპური,არგენტინა, სლოვენია, კანადა,რუსეთი, თურქეთი, ტეხასი, ჩინეთი, მალტა – წერს primetime.ge

დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, დისტანციურად მუშაობა გავრცელებული პრაქტიკაა. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ადამიანმა სასურველი ადგილიდან აკეთოს „საოფისე“ საქმე და სანაცვლოდ, შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღოს.

თუმცა, დისტანციურად მუშაობის კულტურასთან დაკავშრებით აზრები ხშირად იყოფა. ზოგი ფიქრობენ, რომ ეს კულტურა ადამიანებს სოციალიზაციისათვის საჭირო უნარებს აკარგვინებს, ხოლო ზოგი კი დისტანციურად მუშაობაში მეტ დადებით ეფექტს ხედავს, ვიდრე უარყოფითს.

დისტანციურად მუშაობის მომხრეთა რიცხვში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პროგრამული სერვისების ორგანიზაციის, Aha!-ს დამფიძნებელი და აღმასურულებელი დირექტორი, ბრაინ დე ჰააფიც შედის. აღსანიშნავია, რომ მისი კომპანიის ადამიანური რესურსის დიდ ნაწილი  დისტანციურად მუშაობს.

ჰააფის აზრით, თანამედროვე ოფისების მოწყობაში დახარჯული დრო, ფული და ენერგია ფუჭია. თანამშრომლების კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის გასაზარდელად, კომპანიები ოფისებს ბილიარდის მაგიდებით, ჰამაკებით და სხვ., კომფორტის შესაქმნელი ინვენტარით აწყობენ იმისათვის, ჰააფის აზრით კი ეს მცდელობა დასახულ მიზანს ვერაღწევს.საკუთარი აზრის გასამყარებლად მას 2008 წლის კვლევის შედეგები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც თანამშრომლების უმეტესობას საკუთარ სამუშაო მაგიდასთან კონცენტრაცია უჭირთ (46%) და ასევე მაღალია ოფისში მშვიდი სამუშაო სივრცის  დეფიციტიც.

საუკეთესო-50-ლოკაციას-შორის-საქართველო-მეორე-ადგილს-იკავებსჰააფი დისტანციურად მუშაობის სამ დადებით ეფექტზე საუბორბს.

1)    პროდუქტიულობა

ოფისის ხელისშემშლელი გარემოსგან დისტანცირებითა და საკუთარ დროსა და საქმეზე სრული ავტონომით, დასაქმებულებს მეტი საქმის უკეთესი ხარისხით კეთების საშუალება ეძლევათ. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ დისტანციურად მუშაობამ მათი პროდუქტიულობა 65%-ით გაზარდა, ხოლო 85% მარტო მუშაობას ამჯობინებს.

2)    გუნდური მუშაობა

ჰააფი ამბობს, რომ მიუხედავად დიდი მანძილისა, დისტანციურად მომუშავეები საუკეთესო გუნდურობით გამოირჩევიან. მათ საერთო მიზნისკენ სწრაფვა აერთიანებთ, ხშირად უწევთ ერთმანეთთან დაკავშირება და საერთო პრობლემებზე მუშაობა. მსგავსი კომუნიკაცია კი მათ შორის ძლიერ თანამშრომლობასა და მეგობრობასაც კი აყალიბებს. დისტანციურად დასაქმებულთა 92% ამბობს, რომ ვიდეო-თანამშრომლობამ მათი გუნდურად მუშაობის უნარი გაზარდა.

3)    დასწრება

სამსახურის გაცდენის პრეცენდენტი ოფისში მომუშავეთათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მიზეზი შეიძლება როგორც ავადმყოფობა, ისე სხვა, მნიშვნელოვანი პირადი საქმე იყოს. დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ადამიანს საშუალებას აძლევს, თავად დაგეგმოს თავისი სამუშაო დღე. დისატნციურად დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობის დროსაც კი ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. თუ რამე მნიშვნელოვანი პირადი საქმე აქვთ, ისინი დღეს ისე გეგმავენ, რომ არც სამუშაოს შეეშალოს ხელი და არც მათ პირადი ცხოვრებას.

დისტანციურად მუშაობას ამ დადებითი თვისებების გარდა სხვა მომხიბლავი მხარეებიც აქვს. ჰააფი კომპანიებს ურჩევს, აღარ იზრუნონ თანამედროვე ოფისის მოწყობაზე და დრო დაუთმონ მათთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომელიც ბედნიერებას მოუტანთ.

123
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი