შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან?

პან­დე­მი­ის ირ­გვლივ მუ­დამ ტრი­ა­ლებს კი­თხვე­ბი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­ცე­მულ პა­სუ­ხებს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებ­ზე.

  • შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი ხი­ლი­დან ან ბოსტნე­უ­ლი­დან გა­დაგ­ვე­დოს?

ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს COVID-19 ით საკ­ვე­ბი­დან, მათ შო­რის, ხი­ლი­დან ან ბოსტნე­უ­ლი­დან. ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი ჯან­სა­ღი კვე­ბის ნა­წი­ლია და მათი მი­ღე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

  • რო­გორ გავ­რე­ცხოთ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი პან­დე­მი­ის დროს?
გა­რე­ცხეთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი ისე­ვე, რო­გორც ამას ადრე აკე­თებ­დით: სა­ნამ მათ გა­რე­ცხავთ, და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი წყლით და საპ­ნით. შემ­დეგ ხილი და ბოსტნე­უ­ლი სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­რე­ცხეთ სუფ­თა წყლით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ უმად მი­ირ­თმევთ.
  • ძლებს თუ არა ვირუსი პროდუქტის შეფუთვაზე?

კორონავირუსს სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მას მასპინძლობას გაუწევს გამრავლებისა და გადარჩენისთვის. ის არ მრავლდება შეფუთულ ზედაპირებზე. არ არის საჭირო საკვების შესაფუთი მასალების დეზინფექცია, მაგრამ ხელები სათანადოდ უნდა დაიბანოთ  შეფუთების დამუშავების შემდეგ და ჭამის წინ.

ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხალხი ინფიცირდება COVID-19 –ით საკვებიდან. გარდა ამისა, ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება. საკვები, როგორიცაა ხორცი, ფრინველი და კვერცხი, ყოველთვის კარგად უნდა იყოს მოხარშული მინიმუმ 70° C ტემპერატურაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ საკვები შევინახოთ უსაფრთხო ტემპერატურაზე და მოსამზადებლად გამოვიყნოთ სუფთა წყალი და ნედლეული.

 

974
მედეა მამფორია

მედეა მამფორია