შესაძლოა google-მა ავსტრალიას საძიებო სისტემა დაუბლოკოს

Share on facebook
გაზიარება

Google-ი აცხადებს, რომ ავსტრალიაში დაბლოკავს თავის საძიებო სისტემას, თუ იქაური მთავრობა დაამტკიცებს ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად Google-ს და Facebook-ს მოუწევს მედიაკომპანიებს გადაუხადონ მათი კონტენტის გამოყენების უფლებისთვის.

კერძოდ, ავსტრალიაში მუშაობენ რეგულაციებზე, რომელიც უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაავალდებულებს მოლაპარაკებები აწარმოონ გადახდის სისტემაზე ადგილობრივ გამომცემლებთან და მაუწყებლებთან. ხოლო თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, შემდეგ უკვე მთავრობის მიერ დანიშნული არბიტრი გადაწყვეტს ფასს.

“თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, მაშინ არაერთი უმართავი ფინანსური და საოპერაციო რისკის წინაშე ვდებით ავსტრალიაში, ეს კი არჩევანს არ დაგვიტოვებს და იძულებული გავხდებით იქ Google-ის საძიებო სისტემის მუშაობა შევაჩეროთ“, – განაცხადა Google-ის მმართველმა დირექტორმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ამ განცხადებას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება მოჰყვა. სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში კანონებს ქმნის თავად ავსტრალია.

“მათ, ვისაც სურს ავსტრალიაში მუშაობა, მივესალმებით, თუმცა, ჩვენ მუქარებს არ ვპასუხობთ“, – განაცხადა მორისონმა.

ცნობისთვის, ავსტრალიამ ახალი კანონმდებლობის შესახებ გასულ თვეს განაცხადა, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ Google-ს და Facebook-ს მედიაინდუსტრიაში ძალიან დიდი საბაზრო ძალაუფლება ჰქონდა, რაც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

 forbes

 

85
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი