“სხვა სიცოცხლე”- დავეხმაროთ ერთმანეთს

სხვა სიცოცხლე: სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ არსებობს  ბევრი ოჯახი, რომლებსაც  ძალიან უჭირს, ზოგს საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნია, ალბათ ყველას ოცნებაა ერთ დღეს ისეთ საქართველოში გაღვიძება, სადაც მსგავსი პრობლემები არ იქნება, სადაც ბავშვებს არ ეშიებათ, სადაც მოხუცებს ქუჩაში არ ექნებათ მუყაოს სახლები.თუმცა დღეს რეალობა მძიმეა.

ამ მძიმე რეალობაში კი ნათელი და სითბო შეაქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც  თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას დახმარება გაუწიონ  იმედაკარგულ ჩვენს თანამემამულეებს.

გიორგი ყელბერაშვილი ერთ-ერთი ასეთი მათგანია. ის თავის ორგანიზაციის სახელით “სხვა სიცოცხლე” აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, თუმცა გიორგი და მისი მეგობრები  ამ ყველაფერს ვერ მოახერხებდნენ,რომ არა  ჩვენი საზოგადოების თანადგომა.

გიორგი აქტიურად ეძებს, ოჯახებს, ადამიანებს ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება დახმარების ხელის გაწოდება,ან პირიქით გიორგის ეძებენ ასეთი ადამიანები…

თუ როგორ გავერთიანდეთ ჩვენც “სხვა სიცოცხლესთან” ერთად სხვადასხვა  საქველმოქმედო ღონისძიებებში და როგორ მივიღოთ მონაწილეობა, მცირედით მაინც სხვის გაბედნიერებაში, ამ ყველაფერზე გიორგიმ დღეს  EDITORI.GE -სთან ისაუბრა.

 

-გიორგი მოგესალმებით გაეცანით ჩვენს მკითხველს …

გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ყელბერაშვილი ქალაქ თბილისიდან. დავამთავრე , ტურიზმის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი  და ამჟამად ჩემი პროფესიით ვმუშაობ.

-პირდაპირ გადავიდეთ შენს ძალიან მაგარ პროექტზე “სხვა სიცოხლე” როდის ჩაეყარა ამ პროექტს საფუძველი და როგორ? -რამდენი ხანია რაც არსებობს ეს პროექტი?

სხვა-სიცოცხლე300x225

საქველმოქმედო ორგანიზაცია “სხვა სიცოცხლე” უკვე მეოთხე წელია, რაც აქტიურადაა ჩართული მძიმე სოციალური ვითარების განსამუხტად. ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები 2017 წლიდან იწყება და აგერ უკვე მეოთხე წელია, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ ჩვენს ირგვლივ. ყოველდღიურად ჩვენ უფრო მეტნი ვხდებით და ერთობლივად ვცდილობთ უამრავ ოჯახს დავეხმაროთ. პანდემიისგან გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, წელს უამრავ ოჯახს გავუწიეთ დახმარება, პროდუქტებით, ავეჯით, ფინანსურად და ა.შ. ბოლო თვეებია მეტად მობილიზებულნი ვართ, რადგან უამრავ ოჯახს სჭირდება დახმარება, ამიტომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ ოჯახს ვსტუმრობთ და ვცდილობთ ჩვენი თანადგომით, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ისედაც რთული მდგომარეობა. რომ არა ხალხის აქტიურობა და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მინდა თითოეულ ადამიანს მადლობა ვუთხრა გაწეული თანადგომისთვის. ერთად უფრო მეტ ჩვენს თანამემამულეს გავაბედნიერებთ, რადგან სიკეთე ძალაა.

2015 წლიდან საინიციატივო ჯგუფი ვიყავით და სწორედ მაშინ შეირჩა სახელად “სხვა სიცოცხლე” და ამის შემდგომ სახელი არც შეცვლილა. 2017 წლიდან ბევრად დიდი ენთუზიაზმით განვაგრძეთ ეს საქმიანობა, რადგან გვწამდა საკუთარი შესაძლებლობების. ქველმოქმედება ეს უბრალოდ ჩარჩოა. სიკეთე ჩემთვის უსასრულობაა, რომელსაც ვერ მოაქცევ რაიმე სახის ჩარჩოში, ხოლო ადამიანთა დახმარება ჩვენთვის ეს უბრალოდ, სამოქალაქო ცნობიერებიდან გამომდინარეობს, რადგან მათი გახარება და ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები ეს ენით აღუწერელი ემოციაა ჩვენთვის. მსგავსი საოცარი განცდები არასდროს არ დამუფლებია. სიკეთე ამ ყველა ემოციას აერთიანებს ბევრ კარგ ადამიანთან ერთად, რა დროსაც მწამს, რომ სამყაროს ყველანი ერთად უკეთესობისკენ ვცვლით. თუ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, ვთვლი რომ არ არსებობს ამაზე უფრო აღმატებულ განცდა, როგორიც სიკეთეა.

– როგორ ხდება ბენეფიციარების შერჩევა? -ვინ გეხმარებათ?

ადამიანებს ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება და აქვს წვდომა სოციალურ ქსელთან ხშირად გვიგზავნის მსგავსი შინაარსის წერილს ფეისბუქზე. ბევრი უშუალოდ ჩემს საკონტაქტო ნომერზე მირეკავს. ასევე უამრავი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობი თუ უცნობი გვეუბნება იმ ადრესატის ვინაობას ვინც ასევე საჭიროებს თანადგომას. ყოფილა შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ქუჩაში შემხვედრია ღია ცის ქვეშ ადამიანი და მისი მდგომარეობა გამომიკითხავს, ხოლო ამის შემდგომ დახმარებაც გაგვიწევია. ასეთი ოჯახი უამრავია და “სხვა სიცოცხლე” სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ არც ერთ ოჯახს არ დატოვებს უყურადღებოდ, ვისზეც კი შემოგვივა ინფორმაცია.

 შემდეგ სოციალურ ქსელში ვწერთ იმ ოჯახის შესახებ, ვისთანაც იგეგმება სტუმრობა და შემდგომ მათი დახმარება. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და უფრო მეტი ჩავრთოთ ამ სიკეთით სავსე კამპანიაში. ხალხის ჩართულობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რაც ჩვენს უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს. აქ ნდობის ფაქტორი უმთავრესია, რისთვისაც მადლობა თითოეულ მათგანს ამ ნდობისთვის. რაც უფრო მეტნი ვართ მით უფრო იზრდება აქტიურობა და ბევრად მეტი, მოხუცის, ბავშვის, მარტოხელა დედის დახმარებას ვახერხებთ და რაც მთავარია უმოკლეს დროში. ხალხის ჩართულობა სულ უფრო გვარწმუნებს იმაში თუ რაოდენ ღირებულ საქმეს ვემსახურებით ყველანი ერთად.
-მე როგორც ვიცი ხალხი თავადაც მოგმართავთ დახმარების სათხოვნელად…

არა ერთ ოჯახს მოუმართავს ჩვენთვის დახმარებით, რა დროსაც ვცდილობთ რაც შეიძლება მალე გავუწიოთ საჭირო თანადგომა. საქართველოს უამრავ ქალაქში ვყოფილვართ როგორიცაა თბილისი, კახეთი, მცხეთა, ბოლნისი, გარდაბანი, რუსთავი და ა.შ. ასევე გაუჩერებლივ, ყოველ თვე ვარიგებთ ტანსაცმელებსა და სათამაშოებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. სათითაოდ ყველა სოფელს ვსტუმრობთ, რომელიც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში იმყოფება, რადგან არც ერთი ოჯახი არ დარჩეს თბილი ტანსაცმლის გარეშე. რთული წარმოსადგენია თუ როგორ შეიძლება სადმე, პატარა ბავშვს ციოდეს იმის გამო, რომ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა უყიდოს თბილი ქურთუკი. ამიტომ ვცდილობთ ეტაპობრივად ყველა რეგიონი თუ სოფელი მოვიცვათ ამ მხრივ და დავარიგოთ ტანისამოსი. მითუმეტეს ახლა, როდესაც ზამთარი კარსაა მომდგარი.

-რა გჭირდებათ ეხლა ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ისევ და ისევ საზოგადოებისგან მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან დღევანდელობიდან გამომდინარე სწორედ ჩვენ უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ასე ერთად, ერთიანი ძალებით დავამარცხოთ სიღარიბე. “სხვა სიცოცხლე” მუდამ მზადაა ახალი იდეებისთვის, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენი ხალხის ბედს. მინდა სამომავლოდ სულ უფრო მეტნი გავხდეთ და მაშინ ქუჩაში არ დარჩება არც ერთი მოხუცი თუ ბავშვი უყურადღებოდ. მწამს რომ სასწაულებს ადამიანებიანებიც ქმნიან და მსურს ხშირად გავხდეთ სასწაულების მომსწრენი.

-არ მინდა უხეშად გამომივიდეს თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბევრმა იცრუა ინტერნეტ სივრცეში რომ ჭირდებოდათ დახმარება და ადამიანებმა დაკარგეს ნდობა,როგორ მოქმედებთ თქვენი და თქვენი ორგანიზაცია უფრო გამჭირვალე რომ გახადოთ…

როდესაც  შემოდის ინფორმაცია ახალ ბენეფიციარზე, პირველ რიგში პირადად ვსტუმრობთ თუ შესაძლებელია რათა ზუსტად გავიგოთ მისი მდგომარეობის შესახებ და აგრეთვე ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. ოჯახისთვის წინასწარ ვყიდულობთ პროდუქტებს, წამლებს და ამ სახით ვაწვდით შემდგომ. ასევე თითოეულ ბენეფიციართან ვიღებთ სოციალურ ვიდეოებს, სადაც ისინი თავიანთი მდგომარეობის შესახებ ყვებიან, რადგან ჩვენი იქიდან წამოსვლის შემდგომ ვიმედოვნებთ ხოლმე რომ იქნებ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუდგეს გვერდით. ერთჯერადი დახმარება არ ნიშნავს მათი პრობლემის სრულად აღმოფხვრას. ჩვენს მიერ გავრცელებულ სოციალურ ვიდეოებშიც კი ყოველი დეტალი ზუსტად ჩანს და ცხადს ხდის ყველაფერს. თანხის გადარიცხვას გვირჩევნია პირადად ვნახოთ, დავეხმაროთ და მათთან ერთად გავიზიაროთ ეს ბედნიერება.

-როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ვისაც სურს ჩაერთოს თქვენთან ერთად სიკეთის კეთებაში?სად უნდა დაგიკავშირდნენ და ა.შ

ვისაც აქვს სურვილი რომ შემოურთეს სიკეთით სავსე ორგანიზაციას და აქტიურად ჩაერთოს ჩვენს კამპანიებში შეუძლია მიგვწეროს ფეისბუქ გვერდზე ” სხვა სიცოცხლე”. თითოეული წევრის გამოხმაურება უდიდეს ბედნიერებას უდრის ჩვენთვის, რადგან ბევრ კეთილ ადამიანთან ერთად ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ ხოლმე, რომელთაც თავიანთი ნიჭი გამოუმჟღავნებიათ, ჩვენს მიერ გამართულ პოეზიის საღამოებში მოხუცთა სახლებში. სიკეთე ადამიანს აძლევს უდიდეს შესაძლებლობებს რომ სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლოს, სხვა რეალობით და დაეხმაროს სხვა სიცოცხლეს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. რაც უფრო მეტ ღირებულ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის მით უფრო ამაღალელვებელი იქნება თითოეული გატარებული წელი “სხვა სიცოცხლესთან” ერთად და წლების შემდგომ მჯერა ბევრი იამაყებს თავისი ახალგაზრდული ენერგეტიკის გამოვლენით. სხვა თუ არაფერი ალბათ ყველას გვსმენია, რომ სიკეთე გადამდებია და მეც სწორედ ამის მწამს და ჩემი ცხოვრებაც სწორედ ამ იდეეით დაუკავშირდა საქმეს სახელად “სხვა სიცოცხლე”.

1, 086
მედეა მამფორია

მედეა მამფორია