თამარ ზოიძე -ქალი, რომელმაც ძალადობას თავი ქვეყნიდან წასვლით დააღწია

Share on facebook
გაზიარება

თამარ ზოიძე – როგორ ებრძვიან ქალები ძალადობას? ან ებრძიან თუ არა საერთოდ?როდის იღებენ ხმას ან რა აიძულებთ ჩუმად აიტანონ საშინელი ტანჯვა?

თამარ-ზოიძე177x300რატომ გახდა ქალი ასეთი დაუცველი ჩვენს ქვეყანაში და რატომ დგება სიტუაცია მუდამ ასე, ერთ მხარეს ნაწამები ქალი და მეორე მხარეს მსაჯულად საზოგადოება…

რატომ არ გვესმის სხვისი ყვირილი მაშინ, როცა ფანჯრები ღიაა,რატომ ვერ ვიღებთ სამოქალაქო პასუხმისგებლობას ?

დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ უამრავი ქალია ,რომელიც ძალადობის მსხვერპლია, კიდევ უფრო ბევრი კი ძალადობაში ცხოვრობს და ამას თავს ვერ აღწევს.ამაზე საუბრობენ გამუდმებით ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები,სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა რეალურად საქმე არ კეთდება .

ამის ნათელი მაგალითია თამარი.

თამარ ზოიძე- ეს სახელი და გვარი ალბათ ძალიან ბევრ მათგანს ეცნობა.

რატომ?- იმიტომ რომ თამარმა გარკვეული ეტაპის შემდეგ გარისკა და ხმა ამოიღო.სიცოცხლე დადო სასწორზე არამხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის წევრებისაც და ძალადობის წინააღმდეგ მედგრად დადგა.

შედეგი იყო ის, რომ მისი მოძალადე მეუღლე ორი წლით და ექვსი  თვით ჩასვეს ციხეში.ამით არაფერი არ დასრულებულა.

სანამ ციხის კარები გაიღებოდა მოძალადე ქმრისთვის ,თამარმა გადაიტანა არამხოლოდ ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიური არაერთი ტრამვა

თამარ-ზოიძე155x300როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს ,ქმარი სცემდა, სცემდა უმოწყალოდ,მიაყენა ჭრილობები დანით რამდენჯერმე, სცემდა შვილის თვალწინ.არ უშვებდა  სახლიდან, არ აძლევდა განქორწინების უფლებას.

თამარი, პროფესიით ცნობილი მხატვარ დიზაინერია, მისი ნამუშევრები წარდგენილი  იყო სხვადასხვა ჩვენებებზე ,მისი ტანსაცმელი იყიდებოდა საზღვარგარეთ,თუმცა შემდგარი ,ჩამოყალიბებული ქალის კარიერაც ამ ძალადობამ შეიწირა.

მას უწევდა სილურჯეების დაფარვა სახეზე, ნაკლებად გადიოდა სახლიდან.არ შეეძლო საწოლიდან წამოდგომა…

შემდეგ, როცა ძალა იპოვა და ქმარს უჩივლა, ყველა მათ შორის სამართალდამცავები ეუბნებოდნენ რომ ეს საქმე კარგად არ დამთავრდებოდა,რადგან კანონი მას არ იცავდა,დღეს დაიჭერდნენ მასზე მოძალადე ქმარს, თუმცა ძალიან მალე ის ციხეს დატოვებდა და მოკლავდა.

ეს იყო ერთგვარი ფსიქოლოგიური სტრესი თუმცა ესეც გადალახა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

თუმცა, როცა მომსამართლემ სასჯელის ვადა განსაზღვრა, თამარი მაშინვე მიხვდა, რომ ეს მართლაც ძალიან ცოტა იყო და რამე უნდა მოეფიქრებინა.

მუქარა გაგრძელდა ციხიდანაც, არ წყდებოდა ზარები მის ტელეფონზე მას ამჯერდაც მოკვლით ემუქრებოდა მისი, უკვე ყოფილი მეუღლე.

საშველი კი არ იყო. არ არსებობდა ბერკეტი და კანონი რაც ამ ყველაფერს შეაჩერებდა.

თამარმა მძიმე თუცა მისთვის და მისი შვილისთვის საჭირო გადაწყვეტილლება მიიღო და მან ქვეყანა დატოვა.

თამარ-ზოიძე300x289იგი ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია,მან ე.წ გენდერული დაცვა მოითხოვა.

დაცვას დაპირდნენ,მისცეს სახლი ,თავშესაფარი,სჭმელი ფული და სრულიად უცხო სახელმწიფომ მისი,მისი შვილი მოვლა და მისი სიცოცხლის დაცვა იკისრა.

თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოებად, ის ახლა უსაფრთხოდაა,თუმცა შორს საკუთარი ქვეყნისგან და საკუთარი ოჯახისგან.

ახლა ის სხვა დაზარალებული  ქალების ბედნიერებისთვის იბრძვის და მათ შორიდან დახმარების ხელს უწვდის.

თამარის ბედს ბევრი ქალი გადის,მათ რა უნდა ქნან?!

იქნებ მათ ფული არ აქვთ ქვეყნიდან გასაქცევი,იქნებ მათი ფსოქოლოგიური მდგომარეობა მათ საშუალებას არ აძლევთ ბოლომდე იბრძოლონ?!

ვინ იზრუნებს მათზე?! როდის დაუდგება ჩვენი სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სიცოცხლის გარანტად, ისე როგორც ამას ევროპის ქალაქები აკეთებენ?! როდის იზრუბებენ

ეს კითხვები კითხვებად რჩება, პასუხები არ არსებობს…

ამ დროს კი საქართველოში ყველა მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით გადადით Facebook ლინკზე 

https://www.facebook.com/tamari777/videos/3471700692953054/

1,013
მედეა მამფორია

მედეა მამფორია