თურქ ტელეწამყვანს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Share on facebook
გაზიარება
თურქ-მწერალს-1075-წლიანი-პატიმრობა-მიუსაჯეს

თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს, ადნან ოკტარს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს, ადნან ოკტარს სტამბოლის სასამართლომ 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო Sozcu იტყობინება.

ოკტარი არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, ადამიანების გატაცებაში, შანტაჟში, ჯაშუშობასა და სხვა მძიმე სახის დანაშაულშია ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულის სკამზე მისი 236 თანამოაზრეც აღმოჩნდა.

თურქ ტელეწამყვანს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს:

წინასწარ პატიმრობაში ოკტარი 2018 წლის ივლისიდან იმყოფება. მანამდე ის თეოკრატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელსაც იყო დაპატიმრებული, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს – წერს imedinews.ge

1,586
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი