უგანდაში ყველა სოციალური ქსელი დაიბლოკა?!

Share on facebook
გაზიარება
უგანდაში-ყველა-სოციალური-ქსელი-დაიბლოკა
უგანდაში ყველა სოციალური ქსელი დაიბლოკა:
უგანდის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ ინტერნეტსერვისის პროვაიდერებს წერილობით მიმართა და უბრძანა, დაბლოკონ ყველა სოციალური მედიის პლატფორმა და აპლიკაცია, – ამის შესახებ Reuters წერს.
 
ადგილობრივებს უკვე შეეზღუდათ წვდომა სოციალურ ქსელებზე. მათ შორის – Facebook-სა და WhatsApp-ზე, რომელსაც აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის მოსახლეობა აქტიურად იყენებს.
 
ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ განმარტავენ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ დაბლოკეს ქსელები.
 
აღსანიშნავია, რომ სამ დღეში უგანდაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მედია სოცქსელების დაბლოკვას სწორედ საარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
227
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი