თურქეთის კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 8 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაზიანთეფში, სანკოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 8 კოვიდინფიცრებული ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ნაკადის ჟანგბადის თერაპიის აპარატის აფეთქებას მოჰყვა.

შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის 65-დან 85 წლამდე ასაკის პაციენტები არიან.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

531
მედეა მამფორია

მედეა მამფორია