ზაალიშვილმა რუსი ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა

Share on facebook
გაზიარება

მეორე ოქროს მედალი

თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. ჩვენი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან. ბრინჯაოს მედალი კი სულამანიძეს ერგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ცოტა ხნით ადრე, 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში მესამე ადგილი ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. ჩვენმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე მამაკაცებში გუნდური პირველი, ხოლო მთლიანობაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

127
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი