კულინარიის სიყვარულით შემსუბუქებული ემიგრაციის “ტვირთი”

ემიგრანტი ქალი – დღეს ემიგრაციაში უამრავი ქართველი იმყოფება და ეს მარტივი გზა არ არის.
მათ თითქმის ყველას,უკლებლივ უწევთ უამრავი დაბრკოლების გადატანა.მთავარი ბარიერი კი გადაულახავი რჩება ყოველთვის – მონატრება. მონატრება საკუთარი ოჯახის ,შვილების,ახლობლების,ნათესავების თუ მეგობრების.ამ გრძნობების ჭიდილში კი გადის წლები …
საბედნიეროდ უმეტესობა  პოულობს ძალას სხვადასხვა დეტალებში,რადგან ცოტათი მაინც გაიხალისონ მათი  ერთფეროვანი ყოფა.
ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ქალბატონი ირინა ირემაძე, ემიგრაციის თავისებურებებს კულინაარის სიყვარულით ებრძვის.
ის არამარტო გემრიელ კერძებს ამზადებს,არამედ ამ ყველაფერს საოცარ ვიზუალს ანიჭებს.
ემიგრანტი-ქალი300x288-ქალბატონო ირინა გაეცანით ჩვენს მკითხველს …
მე გახლავართ ირინა ირემაძე.43 წლის.ვარ ქუთაისიდან. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვარ ემიგრანტი საბერძნეთში.
-როდის დატოვეთ სამშობლო?რამდენი ხანია ემიგრაციაში ხართ?
 სამშობლო 2005 წელს დავტოვე. ემიგრაციაში უკვე 15 წელია რაც ვიმყოფები.
– მარტო იმყოფებით ემიგრაციაში თუ ოჯახთან ერთად?
ოჯახი საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობს.მე ვცხოვრობ დროებით საბერძნეთის ქ.ათენში.
– ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ ამ პერიოდში?
როგორც ყველა ემიგრანტს მეც,საყვარელ ოჯახთან სიშორე მიჭირდა და მიჭირს დღემდე ყველაზე ძალიან.მიჭირს ის რომ ჩემი ერთადერთი შვილი მე ვერ გავზარდე.ეს დედისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.
– ძალიან კარგი მზარეული ხართ,როდიდან დაიწყო თქვენი სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ?
სამზარეულო! სამზარეულო ჩემი სულიერი სიმშვიდეა.კულინარიის მოყვარლი ვარ.სულ ვცდილობ რაიმე ახალი მოვამზადო და ამასთანავე ბავშვობიდან მიყვარს კერძების და სუფრების დეკორაცია. ეხლა კი ჩემს 92წლის ბერძენ ბებოს ვანებივრებ. სამზარეულოს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება…უბრალოდ ეხლა ევროპაში შანსი მომეცა,რომ თეფშზე გადამეტანა ეს დიდი სიყვარული.
-ყველაზე კარგად რას ამზადებთ? -გაგიოცებიათ უცხოელები?ემიგრანტი-ქალი245x300
ყველაზე კარგად ვამზადებ ქართული კერძებიდან საცივს.ბერძნული კერძებიდან კი “σουτζουκακια” ანუ ჩვენებურად ქაბაბი ტომატის სოუსში.ისიც კი მახსოვს,სამსახურისთვის რეკომენდაცია რომ მომცა ერთმა ოჯახმა.დაწერა რეკომენდაციაში.”ყველაფერთან ერთად,ისეთ სუძუკაკებს ამზადებს თითებს ჩაიკვნეტთო.”უცხოელები ხშირად გამიოცებია ნამდვილად… ბევრჯერ უთქვამთ ბერძნებს რომ მომვლელად არ უნდა ვმუშაობდე და საკუთარი რესტორანი უნა მქონდეს.მე კი ვიტყოდი რომ ჯერ ადრეა რესტორანზე ფიქრი, მოყვარული მზარეულისთვის ჯერ ადრეა.
-რა მოსწონთ ყველაზე მეტად ქართული კერძებიდან?
ძალიან ხშირად ვამზადებდი ნიგვზიანი ბადრიჯანი.ხაჭაპური.თათარა უყვართ განსაკუთრებით.
ემიგრანტი-ქალი251x300-თუ გაქვთ პატარა საიდუმლოებები რეცეპტებში რომელსაც არავის უმხელთ ?
სამზარეულო საიდუმლოებს რაც შეეხება.მეც მაქვს.მაგრამ აი როდესაც ჩემი ნახელავი მოეწონათ დამწყებ დიასახლისებს და მთხოვეს რეცეპტი,მე მათ იმ საიდუმლოსაც ვასწავლი როგორც მე ვამზადებ.სხვა შემთხვევაში ნახელავი ისეთივე არ გამოვა,როგორიც ჩემთან მოეწონათ და ამით მე მათ თვალში შეიძლება ეჭვი და გულისწყვეტა გამოვიწვიო.ეს კი არ მსურს…თუმცა ისეთი საიდუმლო ხრიკები რომელსაც არავის არ ვუმხელთ,ყველა დიასახლის გვაქვს.
– რა არის თქვენი ოცნება?
ჩემი ოცნება?!ემიგრანტის ოცნება ერთია.მშვიდობით დაბრუნდეს გაბრწყინებულ და განათებულ სამშობლოში და ის ოჯახის წევრები ვინც უკან ყავთ დატოვებული ყველა ჯანმრთელი დახვდეთ.ჩემი სურვილიც ეს არის.დავბრუნდეთ ყველა მშვიდობიანად ჩვენს სამშობლოში,ბედნიერები…მშვიდობას და ყველა ლამაზი ოცნების ახდენას ვუსურვებ ჩვენს ძვირფას!გმირ ემიგრანტებს!
906
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია