მაკო ციცქიშვილის შემოქმედება თექაზე – „ხელსაქმე ბებიამ შემაყვარა“

მაკო-ციცქიშვილი650x433

მაკო ციცქიშვილი : თექა ქსოვილის შექმნისა და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია. იგი ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ ქსოვილის მხატვრული დამუშავება უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, აღსანიშნავია, როთექას ოდითაგნვე საქართველოს მთიან რეგიონებში: თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში ამზადებდნენ. ამ კუთხით ფრიად საინტერესო ეთნოგრაფიულ ეტალონებს ქართული თექის ხალიჩები და ფარდაგები წარმოადგენენ. საქართველოში თექის წარმოება იმ დროიდან დაიწყო, როდესაც ადამიანი მატყლის დამუშავების ტექნიკას დაეუფლა.

მაკო-ციცქიშვილი300x161დღეს ხელოვნების ეს მიმართულება მოსახლეობაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა მისი ტექნიკური დამუშავება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. ამ ქსოვილისგან დამზადებული ნამუშევრებით ყველა აღტაცებული რჩება. ჩემი რესპონდენტიც სწორედ თექისგან სხვადასხვა აქსესუარისა და საყოფაცხოვრებო ნივთის დამზადებითაა გატაცებული. მაკო ციცქიშვილი პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია, რომელიც „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია თბილისში“ მუშაობს. საინტერესოა, როგორ ახერხებს იგი თავისი საქმიანობისა და ჰობის ერთად შეთავსებას.

მან თექაზე მუშაობის სპეციფიკაზე EDITORI.GE-სთან ისაუბრა და თავისი გამოცდილება ამ კუთხით გაგვიზიარა.

   -როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან?

  ზოგადად ხელოვნება ბავშვობიდან მიზიდავს. ხელსაქმისადმი სიყვარული და ინტერესი ბებიამ გამიჩინა, სწორედ მისი დამსახურებით დავიწყე ამ საქმის კეთება.  თავდაპირველად, ვქსოვდი. შემდგომ კი თექით დავინტერესდი, რაც ჩემს ჰობად გადაიქცა.

   -რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება, თექაზე  დაგეწყოთ მუშაობა?მაკო-ციცქიშვილი190x261

მეტ-ნაკლებად ყველა სფეროში რაღაც გამომდის, მიზიდავს ქსოვა, ქარგვა, ძერწვა და ასევე ხატვაც. თექაზე მუშაობის ხელოვნებას უფრო ღრმად ინტერნეტით ვეზიარე, თუმცა მანამდეც გარკვეული ნამუშევრები ნანახი მქონდა. თექაზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, რომ ადვილად გამომყავს ფორმები, რისი საშუალებითაც გამოვხატავ ჩემს განცდებსა და სურვილებს.

 -რა გამოარჩევს თექაზე მუშაობას ხელოვნების სხვა მიმდინარეობისგან?

 ეს მიმართულება მუშაობის რთული თავისებურებით გამოირჩევა. ტექნიკურად საკმაოდ სპეციფიკურია მისი დამუშავება. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, ტრავმულიც კი, რადგან მუშაობ სპეციალური ნემსით. თავიდან ხშირად ვიჩხვლეტდი თითებს, თუმცა ახლა უკვე გამოცდილებაც შევიძინე და მეტად დავიხვეწე. შესაბამისად ნაკლებად ვზარალდები ამ მხრივ.

 -რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

ჩემი ინსპირაცია ბავშვობაში განცდილი შთაბეჭდილებებია, რომლებიც  დღემდე მახსენებს თავს. მასთან დაკავშირებული კეთილი მოვლენები, როგორებიცაა ახალი წელი, ბავშვობა და ა.შ. ასევე, მიზიდავს საყოფაცხოვრებო საგნების მინიატურებად ქცევა, მაგალითად ჩაიდნების კეთება, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია.

 -რა დროში დაეუფლეთ ამ ხელოვნებას და რამდენ ხანს ანდომებთ ნამუშევრების შექმნას?

მასზე მუშაობის ტექნიკას, როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერნეტის მეშვეობით დავეუფლე. სხვათა შორის, მალევე ავითვისე. გააჩნია რა პროექტს მოვკიდებ ხელს, შეიძლება ზოგს 3-5 საათი დასჭირდეს. ასევე, მიმუშავია ერთი კვირა, ათი დღე, ძირითადად დამოკიდებულია კონკრეტულ ნამუშევარზე.

რამდენად აქტუალურია თექაზე მუშაობა საქართველოში და თუ შეიძლება ხელოვანმა ამ მიმართულებით გარკვეული ფინანსური სარგებელი ნახოს?

სამწუხაროდ, საქართველოში ხელნაკეთი ნივთები სათანადოდ არ არის დაფასებული. შესაბამისად ხელით დამზადებული ნამუშევრების ფასიც მინიმალურია. წარმოიდგინეთ, 10 დღე, რომ მუშაობ ნივთზე და მაქსიმუმ 80 ლარად გაიყიდოს. მასალას რომ თავი დავანებოთ, ყველა ჩვენგანისთვის დრო ძვირფასია.

         მაკო-ციცქიშვილი300x230-რამდენად ათავსებთ ერთდროულად თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და ჰობს?

   თექაზე მუშაობა ჩემი ჰობია და არა ვალდებულება. შესაბამისად ვახერხებ ისე, რომ გამოვყო გარკვეული დრო ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის. ერთმანეთს ვუთავსებ ოჯახს, სამსახურს და ხელოვნებას. ყველაფრის მოსწრებაა შესაძლებელი, მთავარია, მონდომება.

   -გეგმავთ თუ არა მომავალში თქვენი ჰობი კიდევ უფრო განავითაროთ?

 ონლაინ-გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც გაიმართა გაზაფხულზე, თემით „კოვიდი ჩვენს ცხოვრებაში“. სამომავლოდ ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს დაგეგმილი. ამ ეტაპზე მე და ჩემს მეგობარს Facebook-ზე გვაქვს გვერდი, სადაც ვათავსებთ ჩვენს ნამუშევრებს, რომლიდანაც გარკვეული ფინანსური მოგებაც არის. იგი კერავს და თექავს, მე კი ვთექავ და ვქსოვ. პლატფორმასაც სიმბოლურად დავარქვით “Atari Art ხელნაკეთი აქსესუარები“, რომლიდანაც „ატარი“ ძველქართული სიტყვაა და მეწვრილმანეს ნიშნავს. იგივე მეწვრილმანის ხელოვნება. თუმცა, როდესაც ვხედავ ადამიანების დაინტერესებას ჩემი ნამუშევრებისადმი, მეც უფრო მოტივაცია მეძლევა. მომავალშიც დავფიქრდები თუ მექნება სხვადასხვა შემოთავაზება ამ კუთხით.

 

1,025
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია