მომავლი ექიმები-საბა შკუბულიანი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში

საბა შკუბულიანი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

EDITORI.GE დაუკავშირდა საბა შკუბულიანს.

20 წლის საბა მომავალი ნეიროქირურგია,თუმცა კოვიდ სიტუაციამ მისი გეგმები,ისევე როგორც ბევრი მომავალი ექიმის დროებით სრულიად შეცვალა.

ახლა საბა კოვიდ პაციენტებთან მუშაობს,ალბათ მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია, რადგან ეს კოვიდ პაციენტები ბავშვები არიან.

დღეს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ექიმების ხელშია, ალბათ ბევრჯერ უნდა გადავუხადოთ მათ მადლობა და ამით არ დავიღალოთ.ასევე მადლობას იმსახურებენ ჩვენი მომავალი ექიმებიც ,რომლებიც სრულიად მოულოდნელად დადგნენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე,თუმცა ამას არ შეუშინდნენ.

საბა მოგესალმებით!!!

გაეცანით ჩვენს მკითხველს

მოგესალმებით მე გახლავართ საბა შკუბულიანი 20 წლის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი.

-როდის გადაწყვიტეთ რომ ექიმი გამხადარიყავით?

მედიცინა ადრეულ ასაკში ავირჩიე და უკვე აბიტურიენტობისას ჩამოყალიბებული ვიყავი რომელ ვიწრო მიმართულებას ავირჩევდი და ეს გახლავთ ნეიროქირურგია, უფრო თუ დავკონკრეტდებით მედიცინა ავირჩიე მეშვიდე კლასში და ეს დიდ წილად განაპირობა ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა, რომელიც ჩემი მოტივატორი გახლდათ და დიდ წილად მისი დამსახურებაა რომ დღეს მედიცინაში ვარ.

-ანუ თქვენი პროფილი არის ნეიროქირურგია?

დიახ, ჩემი მომავალი პროფესია გახლავთ ნეიროქირურგია.

-ამ ეტაპზე სად მუშაობთ? ვგულისხმობ თქვენი პროფილით აგრძელებთ მუშაობას თუ თქვენც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხართ ჩართული?

2 წელია ვმუშაბ აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ნეიროქირურგის ასისტენტად.როცა საქართველოს დაარტყა კოვიდ-19 ის მეორე ტალღამ, რომელიც პირველთან შედარები გაცილებით მძლავრი აღმოჩნდა, როდესაც დავინახე რომ ჩემი უფროსი კოლეგები წინა ხაზზე დგანან, ებრძვიან ამ ვერგაგ ვირუსს, ბევრი ამ ბრძოლაში დაიღუპა, გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა პანდემიასთან ბრძოლაში, დავიწყე მუშაობა ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება პედიატრში, ექიმის ასისტენტად. ჩვენ ვმუშაობთ როგორც კოვიდ დადასტურებულ ისე არაკოვიდიან პაციენტებთან, დღეს სასწრაფო პედიატრის გუნდი იბრძვის წინა ხაზზე პატარა ადამიანების დასახმარებლად.

– რა პირობებში გიწევთ ახლა ექიმებს ყოფნა და მუშაობა?

ისე როგორც მთელს მსოფლიოში საქართველოშიც მედპერსონალი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით, ძალიან რთულია მთელი დღის განმავლობაში ეკიპირების ტარება, ზოგჯერ დღე ისე გადის წყლის დასალევად ვერ ვიცლით ჭამაზე და დასვენებაზე საუბარი ზედმეტია, 24/7 ზე ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად.

– რა სირთულეებს აწყდებით ყველაზე მეტად? -ყველაზე მეტად რა გენატრებათ?საბა-შკუბულიანი-კოვიდის-წინააღმდეგ-ბრძოლაში247x247

ქართული ჯანდაცვის სისტემის წინაშე ბევრი გამოწვევაა ვფიქრობ პანდემიამ ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა. ყველაზე მკვეთრად გამოხატულია რამდენიმე სირთულე: არასრულფასოვანი მენეჯმენტი, გადატვირთული კლინიკები, არასაკმარისი მედპერსონალი, არასაკმარისი აღჭურვა და ა.შ ყველაზე მეტად მენატრება ნეიროქირურგიის განყოფილება იქ მომუშავე ადამიანები და ის არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც პანდემიამდე გვქონდა.

– რა არის თქვენი ოცნება?

მინდა რომ ქართული ჯანდაცვის სექტორი იყოს მოწინავე მსოფლიოში, მინდა რომ საქართველოში მედპერსონალის შრომა დაფასდეს ისე როგორც ეს აშშ-ში და გერმანიაში.

– რას ურჩევდით მოსახლეობას?

მოსახლეობას ვურჩევ მაქსიმალურად დაიცვან პირადი უსაფრთხოების წესები,მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე სწორად, არ დაიწყონ მკურნალობა თვითნებურად და ბოლოს როდესაც ქუჩაში ხედავთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გთხოვთ დაუთმეთ გზა რადგან ისინი სიცოცხლის გადასარჩენად მიდიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!!

საბა შკუბულიანი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

 

2,395
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია