Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო:

Netflix-ზე ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ („დედა, იცი, სად ვიყავი?“) დაიდო.

ანიმაციური ფილმი 2018 წელს, თავად გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა და მისი რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძეა. პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის.მNetflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდოულტფილმის მთავარი გმირი ხვდება ლენინს, მენდელეევსა და სტალინს, ასევე ამარცხებს ჰიტლერს.

აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.

რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. ავტორმა პირველი სპექტაკლით „ალფრედი და ვიოლეტა“ დაიპყრო მაყურებელთა გულები.

 

რეზო გაბრაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. ეს ერთი რეჟისორის თეატრია თანაც გამორჩეული იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჩკორი, და სხვა.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

 

რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

2012 წელს მოსკოვში თეატრ, “თეატრალური ხელოვნების სტუდიაში” სპექტაკლ “რამონას” პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა.

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო1964 წელს რეზო გაბრიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ქართული ფილმი 1968), “სერენადა” (ქართული ფილმი 1968), “არ დაიდარდო” (მოსფილმი 1969), “ქვევრი” (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), “შერეკილები” (ქართული ფილმი 1973), “მიმინო” (მოსფილმი 1977), “ქინძაძა” (მოსფილმი 1987) და სხვა.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

445
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია