ზღაპარი რეალობაში-ქეთევან ოთარაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

ხელნაკეთი თოჯინები.

EDITORI.GE  დაუკავშირდა ქალბატონ  ქეთევან ოთარაშვილს.

ქალბატონი ქეთევანი ულამაზეს ნამუშევრებს ავტორია. ის ზღაპრულ თოჯინებს საკუთარი ხელით, ძირითადად ფერადი და ლამაზი ნაჭრებით ქმნის, რომელშიც მთელს ენერგიას,  სითბოს და სიყვარულს დებს.

მთელს სამყაროში ალბათ ყველაზე ძვირფასს, ბავშურ ოცნებებს და წარმოსახვას ასხამს ფრთებს და გადმოაქვს რეალობაში.

 

-მოგესალმებით ქეთევან გაეცანით ჩვენს მკითხველს…

მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ოთარაშვილი, 51 წლის, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთიდან.

– რა არის თქვენი პროფესია?

პროფესიით ვარ მხატვარი, დამთავრებული მაქვს, მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი, 6 წელია ვაკეთებ თოჯინებს. ეს არის ჩემი ჰობიც, უკვე პროფესიაც და შემოსავლის წყაროც.

ხელნაკეთი-თოჯინები225x300

-საოცარ ხელნაკეთ თოჯინებს ქმნით თუმცა  სანამ ამ თემაზე გადავალთ, მაინტერესებს როგორი იყო მაქამდე თქვენი ცხოვრება რას საქმიანობდით ?

შემოქმედი და მეოცნებე ბავშვი ვიყავი, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, რაც თავი მახსოვს სულ ვწერდი, ვხატავდი და ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. ვთვლი რომ ეს ყველაფერი გენეტიკურია, რადგან ჩემი მშობლები და წინაპრები თავისი ხელით ამზადებდენ ულამაზეს ნივთებს, ქსოვდნენ და კერავდნენ. ადრე დავოჯახდი და სწავლა ვერ გავაგრძელე. 90-იან წლებში შუქის მოსვლაც კი დიდი მოვლენა იყო და არანაირი განვითარების პერსპექტივა არ არსებობდა. პატარა შვილები და უამრავი სოციალური პრობლემა, ჩემი სული თითქოს საზრდოს ითხოვდა და სწორედ მაშინ, ლამფის შუქზე შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინები, იმ მასალით, რაც სახლში გამაჩნდა. შემდეგ მქონდა წყვეტა… ერთი პერიოდი ხელოვნების პედაგოგიც კი ვიყავი სკოლაში, შემდეგ ისევ საკუთარი თავის ძიება იყო.. .ბევრი რამ ვცადე და 6 წლის წინ განვაახლე თოჯინების კეთება. ამ საქმიანობამ მთლიანად მოიცვა ჩემი არსება და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

-როდის გადაწყვიტეთ ზღაპრული სამყაროს გაცოცხლება?

ჩემში მუდმივად ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც სჯერა, რომ არსებობს სხვა სამყარო, უფრო ლამაზი, კეთილი და ჯადოსნური, ულამაზესი პაწია ელფებით და ფერიებით. გარკვეულწილად ეს იყო ჩემი რეალური სამყაროდან გაცნობიერებულად გაქცევის საშუალება, ჩემს ულამაზეს სამყაროში. სულ მქონდა სურვილი გამეცოცხლებინა ის, რაც ჩემს წარმოსახვაშია და ამან მიმიყვანა თოჯინებამდე, მათ ცოცხლებივით ველაპარაკები და უდიდეს დადებით ენერგიას ვდებ მათში.

ხელნაკეთი-თოჯინები225x300

-როგორ ქმნით ამ ყველაფერს ?რა მასალას იყენებთ და ა.შ

ჩემი თოჯინები ძირითადად იქმნება ნაჭრით და სინთეპონით. სხვა მასალაც ვცადე, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგად გამომივიდა, ნაჭრის თოჯინებს აქვთ რაღაც ისეთი, რაც არ აქვს თიხის თოჯინებს(ჩემი აზრით). თოჯინა იქმნება ესკიზის გარეშე, ჩემს თავში და ფიქრებში. მათი დასრულებული სახის მისაღებად გამოყენებულია: ტყავი, მაქმანები, ლენტები, სხვადასხვა სახის ქსოვილები, ღილები, თექა და ა. შ.

-თუ ხდება ონლაინ შეძენა ნივთების,როგორ ხდება ამ ყველაფრის გაყიდვა?

გაყიდვები ხდება ძირითადად ფეისბუქის საშუალებით, მაქვს ჩემი იუთუბის არხიც, ახლო მომავალში ვაპირებ, დავრეგისტრირდე ეტსიზე. თოჯინების მიწოდება შემიძლია თბილისში და რეგიონებში გაგზავნაც. ჩემი უამავი თოჯინა ცხოვრობს საზღვარგარეთაც.

-თუ იღებთ კონკრეტულ შეკვეთებს?ხელნაკეთი-თოჯინები205x273

რამოდენიმე თვეა უარი ვთქვი კარიკატურული თოჯინების შექმნაზე და ისეთ შეკვეთებზე, სადაც არ მაქვს თავისუფლება. ეს ჩემთვის ძალიან სტრესული სამუშაოა.

-რა არის ქეთევანის ოცნება?

ჩემი ოცნებაა უფრო კეთილი გახდეს სამყარო. ვარ 3 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია. მინდა რომ ჩემს ირგვლივ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მინდა ვცხოვრობდე ულამაზეს ბუნებაში, მყუდრო და კომფორტულ სახლში, მქონდეს სახელოსნო და ულამაზესი ბაღი. ვიმოგზაურო ბევრი და მივიღო ბევრი დადებითი შთაბეჭდილება.

1,149
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია