ქუჩის მუსიკა-ინტერვიუ მუსიკოს საბა საფარელთან

ქუჩის მუსიკა

ქუჩის მუსიკოსები,ერთი შეხედვით  ჩვენთვის უცნობი ,ამავდროს კი  ნაცნობი ადამიანები,რომლებიც ჩვენს დღეებს ყოველდღიურად ალამაზებენ.

სამსახურისკენ მიმაჩქარს ენერგიით გვავსებენ  და გვამხნევებენ თავისებურად. ერთფეროვან ქუჩებზე  მათი ხმის გაგონება თითქოს გზას გიმოკლებს , ყოველ შემთხვევაში იქამდე,სანამ მისი ბოლო ბგერა გამოგყვება და შეძლებს მოღწევს. შემდეგ სადღაც უჩინარდება,უკან მომავალს კი  დაღლილს და ჩაფიქრებულს,კვლავ ეს მუსიკა და ადამიანები შემოგხვდება. დილით თუ ჩქარობდი და ვერ მოუსმინე, უკან მომავლი მთლიანად ამ მელოდიებში ჩაიკარგები და აღმოაჩენ,რომ,შენთვის უცნობი ადამიანები შენს ცხოვრებას და დღეებს,ბევრად ფერადს და სასიამოვნოს ხდიან.

მოკლედ დღევანდელი ჩვენი თემა ქუჩის მუსიკა იქნება, რომელზეც ედიტორთან ინერვიუში,ქუჩის მუსიკოს საბა საფარელთან ერად  ვისაუბრებთ.

საბას ისტორიის მოყოლა ცოტა შორეული წარსულიდან დავიწყეთ და ვთხოვეთ პირველ რიგში გაეხსენებინა თუ როგორ დაიწო გზა ქუჩის მუსიკოსობისაკენ

„ზფხულის ერთი ლამაზი დღე იყო და შემდეგ ეს დღეები გაგრძელდა 7 თვე,ამ პერიოდს ჰქვია რუსთაველის 16,საწყისი და ძალიან წარმატებული ეტაპი გზის,რომლის  ერთგულიც დღემდე ვერჩები.

პირველი დღე ჩემი ქუჩის მუსიკოსობის,ეს იყო 2019 წლის აღდგომის შაბათი… დღე როდესაც 3 საათი მარტომ ვიმღერე მარჯანიშვილის მეტროს წინ,სრულიად ლაღმა და ბედნიერმა.“

ქუჩის მუსიკოსობა ,ზოგისთვის უბრალოდ შემოსავლის წყარო,ზოგისთვისაც კი უდუდესი სიამოვნებაა, რომლის გარეშეც არსებობა ძალიან რთული ,ხანც კი უბრალოდ შეუძლებელია, საბა მგონი რომ ბოლო ვერსიას მიეკუთნება.

„ჩემთვის ქუჩის მუსიკა ბევრი რამაა ერთად:შემოქმედებითი წვა,მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარული,გარკვეულწილად ექსტრიმიც, პროტესტის ერთგვარი ფორმაც (ნატიფი შურისძიება,უხეში სამყაროს მიმართ) და მაინც უპირველესად ოპტიმიზმი,რომელიც გადამდებია. სულ ბოლო ადგილზე დგას შემოსავლის საკითხი,რადგან მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით,ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ისე აღქმადი და დაფასებული ქჩის მუსიკა“

_საბა მოგვიყევი ქუჩის მსმენელებზე,როგორებად ხედავთ და აღქვამთ მათ მუსიკოსები?

_ცალსახად გამიჭირდება ამაზე საუბარი,რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქს,ლოკაციას,ამინდს და სიტუაციას.ჩემთვის გამორჩეული ქუთაისელი მსმენელია და კიდევ ადამიანები,რომლებიც პლეხანოვზე მოძრაობენ.მახსენდება ჩემს წინ საათობით გაჩერებული ადამიანები, მადლიერი თვალებით და თბილი სიტყვებით.

თუ  დაკვირვებიხართ შეამჩნევდით,რომ საბა მარტო თითქმის არასდროს მღერის,მან იპოვა ადამიანები,რომლებიც შემდეგ ერთ გუნდად შეიკვრნენ,რაც  დღემდე ასე გრძელდება.

„ არ მიძებნია,ვფიქრობ ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია, თხუთმეტამდე ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენით და მათთან მუშაობით,როგორც მუსიკოსმა დიდი გამოცდილება მივიღე და ერთად მუშაობით ჩვენ,როგორც მუსიკოსები გავიზარდეთ,მათგან ზოგიერთი დუეტი ხომ ძალიან წარმატებული იყო ,რაც ბევრ  კარგ მოგონებას უკავშირდება „

ალბათ ერთი შეხედვით მარტივი პოფესია,რომ უბრალოდ შეარჩიო სასურველი ქუჩის ბოლო და იმღერო, ასე მარტივიც არაა,საბას თქმით ისევე როგორც ნებისმიერ საქმეს,ქუჩის მუსიკოსობასაც ახლავს მრავალი სირთულე ,მაგრამ ცალსახად ყურადღებას არცერთ მათგანზე ამახილებს და ამბობს,რომ მუშაობს და იმუშავებს,რათა უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს ქუჩის მუსიკოსების როლი ჩვენს ცხოვრებაში…

პანდემიის პერიოდმა თითქმის ყველა სფეროს და მასში მომუშავე ადამიანების ცხოვრება შეცვლა , ასევე ყველას გვახსოვს ცარიელი ქუჩების პერიოდიც, სადაც არც  ხალხი და არც ჩვეული მუსიკის ბგერები იფანტებოდა, ასევე გვახსოვს  ქუჩის შეუპოვარი მუსიკოსებიც პირბადეებით,საბა ამ პერიოდს იხსენებს.

„დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს,მაგრამ პირადად ჩემთვის ამ პერიოდმა ვერაფერი ვერ შეცვალა, ვუკრავდი და ვუკრავ დღემდე, დავუკრავ ყოველთვის იქმადე,ვიდრე მე მექნება ამის სურვილი.უიშვიათესად ბრძოლისუნარიანი ვარ  და სირთულეებს არასდროს ვნებდები.   ძალიან გამიმართლა,რომ უკვე მყავს,ზუსტად ისეთი შემსრულებელი (ნათან თორია),რომლითაც ბოლომდე კმაყოფილი ვარ და რომელიც ჩემთან ერთად ებრძვის ყველა იმ სირთულეს,რაც ეტაპობრივად ჩვენი,როგორც ქუჩის მუსიკოსების წინაშე აღიმართება“

აქვე შეგახსენებთ,რომ საბა მუსიკალურ პროექტ „მხოლოთ ქართულის „ მონაწილეც გახლდათ

„  ამ პერიოდში ჩემი მონაწილეობა ჩემი დის დაჟინებულ თხოვნას უკავშირდება,ხოლო ბილეთის მოპოვება შეუდარებელ მომღერალ მაესტროს,რომლის თხოვნაც გავითვალისწინე და ჟიურისთან შესვლამდე შევცვალე სიმღერა,რომელიც ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა,მიუხედავად იმისა,რომ მე არ ვიყავი უშუალოდ კონკურსის ტურებში,მაინც სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს.“

ის რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქუჩის მუსიკოსს ახლა და ამ ქვეყანაში არის…

„შეუპოვრობა,მუდამ ვცდილობ საკუთარი თავის მიმართ ვიყო მომთხოვნი და ყველა საჭიროება და პრობლემის გადაჭრის გზა, ჩემში ვიპოვო ,ჯერ-ჯერობით გამოდის,იგივეს მოვუწოდებ და ვუსურებ სხვებსაც“-ამბობს მუსიკოსი საბა საფარელი  ჩვენი ინტერვიუს ბოლოს.

381
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია