რა იწვევს გულის წასვლას და რა უნდა გააკეთოთ ამ დროს?-გიორგი ღოღობერიძე

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეო-ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მორიგ რჩევებს აძლევს.

ამჯერად ექიმი საუბრობს ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე- გონების დაკარგვაზე და დეტალურად განმარტავს, რა იწვევს გულის წასვლას და რა უნდა გააკეთოთ ამ დროს. გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ გულის წასვლა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

“გულის წასვლა შეიძლება გამოწვეული იყოს ნემსის, სისხლის, ჭრილობის დანახვით, ტრაგიკული ამბის გაგებისას.
გულის წასვლის მთავარი მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში არის ვაზოვაგური სინკოპე.
ადამიანის კეფის ძვლის დონეზე, მოგრძო ტვინში გააჩნია პატარა ბირთვი და მას ჰქვია, სოლიტარული ნუკლიოზი.
როცა გაიგებ რაიმე ცუდ ამბავს, მაგალითად, ვინმეს გარდაცვალებას, სისხლს რომ დაინახავ ან ნემსს, ამ მომენტებში ეს ბირთვი აქტიურდება და იცით რას შვრება?

მაგ ბირთვში მდებარეობს ცდომილი ნერვის ბირთვი. ეს ცდომილი ნერვის ბირთვი გულს ავტომატურად
ძალას უგდებს, გული იკუმშება უფრო სუსტად და თან უფრო იშვიათად.
თუ გული ვერ შეიკუმშება სწრაფად ტვინი ვერ მიიღებს სისხლს, ამიტომ შენ გონებას ავტომატურად კარგავ.
ეს ბირთვი რომ გააქტიურდება შენს ორგანიზმში სისხლძარღვები გაფართოვდება და სისხლი რჩება ქვედა კიდურებში,
თავის ტვინს აკლდება სისხლი და კარგავ გონებას.
ადამიანს გონების დაკარგვამდე აქვს წინსწრები ნიშნები: ეს შეიძლება იყოს ყურებში შუილი, მხედველობის შევიწროვება, შეიძლება მხედველობის არეში ლაქები გაჩნდეს. ასევე შეიძლება ეს იყოს თავბრუსხვევა, საერთო სისუსტის განცდა, საუბრის შეუძლებლობა.

გიორგი-ღოღობერიძე300x200გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ან საკუთარ თავს დავეხმაროთ.

“თუ ამ ყველაფერს ახლავს წინსწრები ნიშნები, სასწრაფოდ უნდა დაწვე და არ ადგე, რადგან თავი დაიცვა ტრავმებისგან, მეორე რაც შეგიძიათ გააკეთოთ, არის ის, რომ თუ დაწოლის საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ ყველა კუნთი შეკუმშოთ, დაჭიმოთ. თუ ყველა კუნთს შეკუმშავთ სისხლძარღვები დააწვება კუნთებს და სისხლი კიდურებიდან ცენტრისკენ წავა.
თუ ვერ მოასწარით და მაინც წაიქეცით არ ადგეთ! გონება უცებ დაგიბრუნდებათ, საშუალოდ 1 წუთში, შეიძლება 10 წამშიც.
მინუმუმ 5 წუთი, საშუალოდ 10 წუთი არ ადგეთ!

რადგან თავის ტვინი ჯერ კიდევ არის ჰიპოქსიაში, სისხლი ტვინამდე ჯერ კიდევ არაა მიწოდებული, რომ წამოდგები გრავიტაცია, მოქაჩავს ამ სისხლს კვლავ ვენებში და თავის ტვინი სისხლს ისევ ვეღარ მიღებს. თუ ეგრევე ადგებით მაგ შემთხვევაში მაღალი რისკია რომ კრუნჩხვები განვითარდეს.
თუ გულის წასვლისკენ ხართ მიდრეკილი, დალიეთ ბევრი სითხე, ეცადეთ უფრო მარილიანი სითხეები მიიღოთ-ეს ძალიან კარგი საპრევენციო საშუალებაა.
თუ გულის წასვლა გქონდათ ერთხელ არაუშავრს, მაგრამ თუ გიმეორდებათ, აუცილებლად შეამოწმეთ არითმიები კარდიოლოგთან და ასევე შეამოწმეთ ბლოკადები, შეიძლება ეს იყოს გულის წასვლის მიზეზი.
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ეს დაავადებაა, როდესაც წამოდგებით და ეგრევე თავბრუ გეხვევათ, ამ შემთხვევაშიც უნდა მიხვიდეთ კარდიოლოგთან.
ასევე შეიძება გქონდეთ ჰიპოგლიკემია, ეს არის როცა სისხლში გლუკოზის რაოდენობა ძალიან დაბალია, ეს კი გადაამოწმეთ ენდოკრინოლოგთან.
რაც შეეხება მოხუცებს, თუ მოხუცს ფიზიკური დატვირთვის დროს ხშირად მისდის გული, აუცილებელია ვიტიზი კარდიოლოგთან, რათა შეამოწმდეს აორტის სტენოზი.”-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო : https://fortuna.ge/

 

1,097
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია