როგორ გამოიყურება აშშ-ში კლდეზე გახსნილი მაღაზია?!

გამოცდილი ალპინისტები წინასწარ ითვლიან არა მხოლოდ აღმართის მარშრუტს, არამედ ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც კლდეზე ასვლის დროს შეიძლება გადააწყდნენ. აშშ-ში კლდოვან მთებზე წვიმა ყოველ წუთს შეიძლება დაიწყოს ხოლო ზაფხულში ტემპერატურის ცვლილებები ძალიან ხშირია. აი ეს მაღაზია კი რომელსაც «37.5» ჰქვია, სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა ელდორადოს კანიონის ფერდობზე და მიწიდა დაახლოებით 100 მეტრზეა ჩამოკიდებული.

ეს პატარა მაღაზია კომპანიის 37.5 Technology სარეკლამო პროექტია, ისინი განსაკუთრებით მტკიცე და წყალგაუმტარ ნაჭრებს ამზადებენ. პატარა მაღაზიაში კი დილიდან საღამომდე გამყიდველი ზის, რომელიც ალპინისტებს უსასყიდლოდ ურიგებს წყალგაუმტარ მანტიებს, თბილ სვიტერებს და წინდებს.

ამ პატარა შენობის დასაფიქსირებლად პროფესიონალ ალპინისტებს 6 კვირა დასჭირდათ, მაღაზიათოკებით აჰქონდათ ზევით და ამაგრებდნენ. განსაკუთრებული კონსტრუქციის წყალობით კი ძლიერი ქარის დროსაც უძრავად რჩება ადგილზე.

ამ დროის განმავლობაში მაღაზიას 70 ალპინისტი ეწვია და როდის დაიკეტება უცნობია.

წყარო: http://intermedia.ge/

297
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია