თეა გელიაშვილის ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები

ჩვენს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი ადამიანია.ზოგი ხატავს,ზოგი ქარგავს,ზოგიც ლამაზ ნივთებს ქმნის და ა.შ.

საბოლოო ჯამში ისინი ყველა ერთად ქმნიან ხელოვნებას. თავიანთი შექმნილი სილამაზეებით ახალისებენ და  ამრავაფეროვანებენ გარემოს.

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტიც, თეა გელიაშვილი მისი ძირითადი პროფესიის გარდა, დაკავებულია ხელნაკეთი ნივთების შექმნით.

EDITORI.GE– დაუკავშირდა თეას,რომ უფრო მეტი გაგვეგო მისი საქმიანობის შესახებ.

-მოგესალმებით თეა,გაეცანით ჩვენს მკითხველს ?

მე ვარ თეა გელიაშვილი, თბილისიდან. – პროფესიით მასწავლებელი .

-რამდენი ხანია რაც დაკავებული ხართ ხელნაკეთი ნივთების შექმნით?

ბავშვობიდან სულ რაღაცეებს ვქმნიდი, ვხატავდი, ვძერწავდი და ა.შ

-თეა, ერთი მიმართულებით მუშაობთ თუ სხვადასხვა განსხვავებულ ნივთებს ქმნით და ალამაზებთ?

სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ, სულ განსხვავებული იდეები მაქვს და შესაბამისად, ჩემი ნამუშევრებიც განსხვავებულია.

-კონკრეტულ შეკვეთებზე თუ მუშაობთ?

დიახ, ვმუშაობ კონკრეტულ შეკვეთებზეც,ჩემი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ facebook-ზე, TG•handmade.

-რა არის თქვენი ოცნება?

ჩემი ოცნებაა, მქონდეს სივრცე , სადაც მექნება სახელოსნო და შევძლებ ყველა ჩემი ნიჭის რეალიზებას ,რაც ღმერთმა საჩუქრად მიბოძა.

 

1,249
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია