სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში

სხვადასხვა ქვეყანაში სილამაზისა და სექსუალურობის განსხვავებული სტანდარტებია. ამიტომ, თუკი ფიქრობთ, რომ რაიმე ფიზიკური ნაკლი გაქვთ, შესაძლოა, ცდებოდეთ, რადგან ის რომელიმე ქვეყანაში სექსუალურად მიიჩნევა.

1. უსწორმასწორო კბილები

იპონიაში უსწორმასწორო წყობის მქონე ქალები სექსუალურად არიან მიჩნეულები. მათი აზრით, ქალი უფრო მიმზიდველია, როდესაც ასეთი ღიმილი აქვს.

2. სკარიფიკაცია (ნაიარევის მსგავსი ნაჩხვლეტები ტანზე)

დასავლეთ აფრიკაში, ახალ გვინეაში ადამიანები კანზე ნაიარევებს განზრახ იტოვებენ, რათა უფრო მიმზიდველები და სექსუალურები გამოჩნდნენ. ეს სილამაზის უმაღლეს გამოხატულებად მიიჩნევა.

3. გულის ფორმის სახე

სამხრეთ კორეაში, გულის ფორმის სახის მქონე ქალები ყველაზე ლამაზებად მიიჩნევიან. ამ შედეგის მისაღწევად, უამრავი კორეელი ქალი ოპერაციასაც კი იკეთებს.

4. ჭარბი წონა

თუ მავრიტანიაში ცხოვრობთ და გამხდარი ხართ, მიმზიდველად ნამდვილად არავის მოეჩვენებით, ხოლო თუ ჭარბი კილოგრამები გაწუხებთ, გარშემომყოფების გულებს ადვილად დაიპყრობთ.

5. ცხვირის პლასტიკა

ირანში ცხვირის პლასტიკა ძალიან პოპულარულია და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირადღირებული პროცედურაა, ქალები და მამაკაცები მას ხშირად მიმართავენ, რათა სწორი ცხვირი ჰქონდეთ.

6. ფერმკრთალი კანი

ჩინეთსა და ტაილანდში ფერმკრთალი კანის მქონე ქალები ყველაზე ლამაზებად მიიჩნევიან. ამ ქვეყნების მაღაზიებში, სახის კრემებისა და თავის მოვლის საშუალებების თვალიერებისას, გაგიჭირდებათ ისეთი საშუალებების პოვნა, რომლებსაც სახისთვის სიმკრთალის მიმნიჭებელი ნივთიერება არ ურევიათ.
7. მაღალი შუბლი
აფრიკაში მცხოვრები ფულანის ხალხი, ფიქრობს, რომ მაღალი შუბლის მქონე ქალები ყველაზე ლამაზები და სექსუალურები არიან. სწორედ ამიტომ, ქალები შუბლის ზემოთ ამოსულ თმას იცლიან, რათა უფრო დიდი და მაღალი შუბლი გამოუჩნდეთ.
8. გრძელი კისერი
ბირმაში ქალები კისერზე რგოლებს იკეთებენ, რათა უფრო გრძელი კისერი ჰქონდეთ. წლების მატებასთან ერთად, ისინი რგოლებს იმატებენ, შესაბამისად, კისერიც უგრძელდებათ.
9. გადაბმული წარბები
ტაჯიკელი გოგოები, თუ წარბებს შორის თმას შენიშნავენ, მისგან თავს სულაც არ ითავისუფლებენ, პირიქით, უხარიათ, რადგან ეს ლამაზად და მიმზიდველად მიიჩნევა. ადგილობრივები ასევე ფიქრობენ, რომ გადაბმული წარბების მქონე ადამიანებს იღბალი აქვთ და აუცილებლად გაუმართლებთ.
10. გაწელილი ტუჩები
ეთიოპიაში მაცხოვრებელ მურსის ტომს მიაჩნია, რომ ქვედა ტუჩის გაწელვა მიმზიდველია, რისთვისაც სპეციალურ დისკებს იმაგრებენ. რაც უფრო გაწელილი აქვს გოგონას ტუჩი, მით უფრო მეტს იხდიან მასში.

მურსის ტომს ასევე სჯერა, რომ ეშმაკის სული ადამიანში პირიდან შედის, დამაგრებულ დისკს კი მისი შეჩერება შეუძლია. მეორე ვერსიის თანახმად, დამაგრებული დისკების საშუალებით, მურსის ტომელი ქალების მონებად წაყვანა შეუძლებელია.

203

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap