Xiaomi-ს გამჭვირვალე ტელევიზორი

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა. 55-დიუმიანი 5.7 მმ ულტრა თხელი ეკრანის ახალი ტელევიზორი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გამოსახულებას ჰაერიდან იღებს. გამორთვისას ის რჩება გამჭვირვალე მართკუთხა მინა.

ყველა პროცესორი, რომელიც პასუხისმგებელია მოწყობილობის მუშაობაზე, ინახება ტელევიზორის ქვეშ არსებულ სტენდში. გამჭვირვალე OLED დისპლეის აქვს 120Hz განახლების სიჩქარე, 1 მილიწამიანი პასუხი, 150k-დან 1 კონტრასტის კოეფიციენტი და 93% DCI-P3 ფერადი პროფილი.

Xiaomi-ს ეს ახალი ტელევიზორი ეღირება 50 ათასი იუანი (დაახლოებით 7.195 დოლარი). ოფიციალური გაყიდვები ჩინეთში 16 აგვისტოდან დაიწყება.

722
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია