მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას, ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს

ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, უკვე 8 წელია ესპანეთში ცხოვრობს და შესაბამისად,  ძიუდოში ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს.

ის არის   პირველი ძიუდოისტი ესპანეთში , რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადრიდში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელი

ნობილმა გამოცემა მარკამ კი მას ვრცელი სტატია მიუძღვნა :

“ნიკო შერაზადიშვილი პირველი ესპანელი ძიუდოისტია, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. აქამდე, მხოლოდ ქალებს ჰქონდათ ასეთი წარმატება: იზაბელ ფერნანდესს და მირიამ ბლასკოს. შერაზადიშვილის წარმატება ისტორიულია, საფუძვლად კი უდიდესი შრომა უდევს, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ნიკო ესპანეთში ჩამოვიდა.

ნიკო შერა 10 წლის იყო, როდესაც მამის გავლენით ძიუდოთი დაკავდა. მამაც ძიუდოისტი იყო, საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის მედალოსანი. ნიკო ძიუდოს ცურვას უთავსებდა, თუმცა მალევე გაერკვა სურვილებში და არჩევანი ძიუდოზე შეაჩერა. 14 წლის იყო, როდესაც ესპანეთში, მადრიდში ჩამოვიდა, რადგან რთული მდგომარეობის გამო, მის მშობლებს საქართველოდან ემიგრირება მოუხდათ. ნიკომ სპორტდარბაზის ძებნა დაიწყო, მალე კი მადრიდიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქის, ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში ჩაეწერა. ნიკოლოზის მწვრთნელი ცნობილი ესპანელი ძიუდოისტი კუინო რუისი გახდა, რომელმაც ქართველში დიდი პოტენციალი დაინახა. სწორედ აქედან იწყება დიდი წარმატების ისტორია.”-ნათქვამია სტატიაში.

 

617
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია